სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ვერონის ჩელენჯერის ტურნირის ნახევარფინალშია

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი იტალიაში, ქალაქ ვერონაში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლას აგრძელებს.

მეოთხედფინალურ შეხვედრაში ბასილაშვილმა მსოფლიოს 112-ე ჩოგანი, ნიდერლანდელი იესპერ დე იონგი სამ სეტში დაამარცხა –  6:4, 4:6, 6:1.

აღსანიშნავია, რომ ანიკოლოზ ბასილაშვილი რეიტინგში 29 პოზიციით დაწინაურდა და 371-ე ადგილს იკავებს.

შეგახსენებთ, რომ 32 წლის ქართველი ჩოგბურთელის საუკეთესო პოზიცია რეიტინგში მისი კარიერის განმავლობაში მე-16 ადგილი იყო.

მიმდინარე სეზონში ბასილაშვილი პროგრესს აჩვენებს, ვერონაში კი ძალიან დამაჯერებლად გამოდის. საკმაოდ რთული იყო საკვალიფიკაციო შეხვედრა 22 ივლისს ბრაზილიელ მატეუს პუჩინელი დე ალმეიდასთან, რომელსაც ბასილაშვილმა 2 სეტში სძლია. იოლი გამარჯვება მოიპოვა მან 23 ივლისს ბულგარელ ადრიან ანდრეევთანაც, რომელმაც პირველ სეტში დამარცხების შემდეგ თამაშის გაგრძელებაზე უარი თქვა. შემდეგ შეხვედრაში ბასილაშვილმა იტალიელ ჯაკოპო ბერეტინის სძლია და ნახევარფინალში გავიდა.

ვერონის ტურნირის ნახევარფინალში ქართველი ჩოგბურთელი 27 ივლისს ლიეტუველ ვილიუს გაუბასს შეხვდება, რომელმაც მეოთხედფინალში ბოლივიელი უგო დელიენი დაამარცხა 3 სეტში, 2:1. გაუბასი ამ მოგების შემდეგ ATP-ს რეიტინგში 238-ე ადგილზეა. შეხვედრა Volvo Arena-ზე თბილისის დროით 23:00 სთ-ზე დაიწყება.

ცნობისათვის: ქართველი ჩოგბურთელის კარიერაში ყველაზე დიდი გამარჯვება იყო შვეიცარიელი როჯერ ფედერერის დამარცხება დოჰაში, ATP250 კატეგორიის ტურნირში 2021 წლის 11 მარტს – ბასილაშვილმა ლეგენდარული შვეიცარიელი სამ სეტში დაამარცხა: 3:6, 6:1, 7:5. შეხვედრა 1:49 წუთს გაგრძელდა.

ნუცა ყაველაშვილი

p. s. ნიკოლოზ ბასილაშვილი ვილიუს გაუბასთან დაძაბულ შეხვედრაში, სამწუხაროდ, დამარცხდა 1:2  და ფინალში ვეღარ გადავიდა.

განახლებულია 28 ივლისს, 11:05 სთ-ზე, დამატებული აქვს პოსტ სკრიპტუმი

დაკავშირებულ თემაზე: სასამართლომ ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო

ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, რომელიც მას ძალადობაში ადანაშაულებს

ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, რომელიც მას ძალადობაში ადანაშაულებს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close