მსოფლიოკრიმინალი

74 წლის ესპანელს 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა – პენსიონერი ამანათებით ხელნაკეთ ბომბებს აგზავნიდა სამთავრობო უწყებებში

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ, 74 წლის პენსიონერს პომპეიო გონსალეს პასკუალს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ყოფილ საჯარო მოხელეს ბრალი ედებოდა ოფიციალური პირებისთვის და სამთავრობო უწყებებისთვის 6 ამანათის გაგზავნაში, რომელშიც ხელნაკეთი ბომბები იყო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

2022 წელს ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები გაეგზავნა ესპანეთის პრემიერ-მინისტრს პედრო სანჩესს, თავდაცვის მინისტრს მარგარიტა რობლესს, ასევე, უკრაინისა და აშშ-ის საელჩოებს მადრიდში. ამასთან, ტორეხონ დე არდოზის ავიაბაზის სატელიტურ ცენტრს, რომელიც ინფორმაციას უკრაინას გადასცემს და კომპანია „ინსტალაზას“, რომელიც იარაღს აწვდის კიევს.

ესპანური მედია წერდა, რომ პენსიონერის მიერ გაგზავნილ ბომბებს ხანძრის გაჩენის ფუნქცია ჰქონდა და არა ასაფეთქებელი. მის მიერ გაგზავნილი თითქმის ყველა ასაფეთქებელი მოწყობილობის განეიტრალება მოხერხდა, თუმცა ერთი მათგანის აფეთქების შედეგად უკრაინის საელჩოს თანამშრომელმა მსუბუქი დაზიანება მიიღო.

74 წლის პენსიონერი პოლიციამ 2023 წელს დააკავა, თუმცა მაშინ ის სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მოსამართლის განცხადებით, გადაწყვეტილება ბრალდებულის ასაკიდან და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე გამოიტანა.

საბოლოო ჯამში, სასამართლომ მას ტერორიზმის ბრალდებით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, კიდევ 8 წელი – ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადების ბრალდებით. ასევე, პასკუალს უკრაინის საელჩოს დაშავებული თანამშრომლისთვის 1500 ევროს გადახდა მოუწევს.

rustavi2.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close