საქართველოსპორტი

პარიზის ოლიმპიადზე 28 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო ისტორიაში ყველაზე მცირერიცხოვანი დელეგაციით იასპარეზებს

პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია ოფიციალურად 28 ქართველმა სპორტსმენმა მოიპოვა. ამას გარდა, ისტორიაში პირველად ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს  ძიუდოისტთა შერეული ნაკრები გუნდურ პირველობაშიც იასპარეზებს.

1.​ ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა)

2.​ ლაშა გურული (კრივი)

3.​ გიორგი ყუშიტაშვილი (კრივი)

4.​ გოდერძი ძებისაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 65 კგ)

5.​ ვლადიმერ გამყრელიძე (თავისუფალი ჭიდაობა, 86 კგ)

6.​ გივი მაჭარაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 97 კგ)

7.​ გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ)

8. ​რამაზ ზოიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 67 კგ)

9.​ რობერტ კობლიაშვილი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 97 კგ)

10.​ ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 87 კგ)

11.​ სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა)

12.​ ლუბა გოლოვინა (ბატუტზე ხტომა)

13. ​შოთა მიშველიძე (ძალოსნობა, 61 კგ)

14.​ ირაკლი ჩხეიძე (ძალოსნობა, 102 კგ)

15.​ ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა, + 109 კგ)

16.​ გიორგი სარდალაშვილი (ძიუდო, -60 კგ)

17.​ ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო, -66 კგ)

18.​ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო, -73 კგ)

19.​ ტატო გრიგალაშვილი (ძიუდო, -81 კგ)

20.​ ლაშა ბექაური (ძიუდო, -90 კგ)

21.​ ილია სულამანიძე (ძიუდო, -100 კგ)

22.​ გურამ თუშიშვილი (ძიუდო, +100 კგ)

23.​ ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო, -57 კგ)

24. ​ეთერ ასკილაშვილი (ძიუდო, -63 კგ)

25.​ სოფიო სომხიშვილი (ძიუდო, +73 კგ)

26.​ ლიკა ხარჩილავა (მძლეოსნობა – რბენა, 100 მ)

27.​ ანა ნიჟარაძე (ცურვა, ბატერფლაი, 100 მ)

28.​ ნოე ფანცხავა (გულაღმა ცურვა, 100 მ)

აღსანიშნავია, რომ პარიზის ოლიმპიადაზე საქართველო ისტორიაში ყველაზე მცირერიცხოვანი დელეგაციით იასპარეზებს. აქამდე საქართველოს ყველაზე მცირერიცხოვანი დელეგაცია – 34 სპორტსმენი ატლანტაში ჰყავდა 1996 წელს, ყველაზე მრავალრიცხოვანი კი (40 სპორტსმენი) ჩვენი ქვეყნის დელეგაცია რიო-დე-ჟანეიროში იყო (2016 წ.).

პირველად საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს, დელეგაცია ზაფხულის ოლიმპიადაზე 1996 წელს მონაწილეობდა ატლანტაში (აშშ) და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოქროს და ვერცხლის მოპოვება ჩვენმა ოლიმპიელებმა ვერც სიდნეიში (2000 წ.) შეძლეს, თუმცა 6 ბრინჯაო დაიმსახურეს. მას შემდეგ საქართველო ზაფხულის ოლიმპიური თამაშებიდან ოქროს მედლის გარეშე არ დაბრუნებულა.

7 ზაფხულის ოლიმპიადაზე ჩვენს სპორტსმენებს სულ 40 მედალი აქვთ მოპოვებული: 10 ოქრო, 12 ვერცხლი და 18 ბრინჯაო. ყველაზე მეტი მედალი ტოკიოში აიღეს 2021 წელს – 2 ოქრო, 5 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. ყველაზე მეტი – 3 ოქროს მედალი კი პეკინში (ჩინეთი) დაიმსახურეს 2008 წელს.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ 55 წლის ნინო სალუქვაძე ერთადერთი სპორტსმენი ქალია, რომელიც მეათედ მიიღებს მონაწილეობას ოლიმპიურ თამაშებში, ხოლო რაც შეეხება მამაკაცებს, ამ მაჩვენებლით ქართველი სპორტსმენი კანადელ ცხენოსანს, იან მილარს გაუთანაბრდება.

მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონი ნინო სალუქვაძე ასევე ერთადერთი ქალია, რომელმაც ცხრა ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა.

2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში ნინო სალუქვაძემ და მისმა ვაჟმა – ცოტნე მაჭავარიანმა მიიღეს მონაწილეობა და პირველი დედა-შვილი გახდნენ, რომლებმაც ერთ ოლიმპიადაზე ერთად იასპარეზეს.

ნინო სალუქვაძე სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელია. იგი 19 წლის იყო, როდესაც 1988 წელს სეულში, სპორტული პისტოლეტით სროლაში ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. იმავე ოლიმპიადაზე იგი პნევმატური პისტოლეტით სროლაში ვერცხლის მედალს დაეუფლა.

2008 წელს პეკინის ოლიმპიადაზე ნინო სალუქვაძემ თავის ოლიმპიურ ჯილდოებს ბრინჯაოს მედალიც მიუმატა.

ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები პარიზში 26 ივლისს დაიწყება და 11 აგვისტოს დასრულდება.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close