ჰოროსკოპი

კვირის ჰოროსკოპი – 8-14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ამ კვირაში ბევრი ისწრაფვის წარმატებისკენ, მაგრამ ნაკლებად, რომ ვინმემ შეძლებს სურვილის ასრულება. ჯიუტები ბოლომდე მიდიან და სწორედ ისინი შეძლებენ მიაღწიონ განსაცვიფრებელ გამარჯვებას ცხოვრების არჩეულ სფეროებში. ხოლო ვინც საკმარისად მამაცი და თავდაჯერებული არ არის, მრავალი გამორჩეული პერსპექტივის არსებობის მიუხედავად, დაგეგმილი მარშრუტის ნახევარსაც ვერ დაფარავს. ზარმაცები ამ კვირას თავიანთი  ტრადიციის მიხედვით გაატარებენ – ყოველგვარი მიღწევებისა და გამარჯვების გარეშე, მაგრამ ძალიან მშვიდად. გაითვალისწინეთ, რომ უახლოეს დღეებში ბედის საჩუქრები მოსალოდნელი არ არის არცერთი აღწერილი კატეგორიისთვის.

ვერძი

კვირის დასაწყისში არ მოიტყუოთ თავი იოლი წარმატებების პერსპექტივით და არ დასახოთ ვარდისფერი გეგმები. რაც არ უნდა ხელსაყრელი იყოს თქვენი საქმეები, მხოლოდ საკუთარ ძალებს შეგიძლიათ დაეყრდნოთ. არავის სურს ზიანი მოგიტანოთ, უბრალოდ, რთული გარემოებები შეიქმნება და ადვილი წარმატების იმედი არ უნდა გქონდეთ. პირადი ურთიერთობების სფეროში შეეცადეთ, სიტუაცია მართოთ და მეტი ინიციატივა გამოიჩინოთ. თუ  შესაძლებელია, უმჯობესია კვირის ბოლოს დაისვენოთ და რომანტიკულ მოგზაურობაში წახვიდეთ.

სასიკეთო დღეები: 10, 12.

არასასიკეთო დღე: 9.

 

კურო

ამ კვირაში ბევრ თქვენგანს გაუმართლებს. ფინანსურ სექტორში მდგომარეობა სტაბილური იქნება, შესაძლებელია მოულოდნელი შემოსავალიც კი. კარგი დროა პერსპექტიულ პროექტებში ინვესტიციის განსახორციელებლად. სამსახურში სავსე იქნებით ინოვაციური იდეებით, რომელთა წარმატებით განხორციელებაც შეგიძლიათ, ახლა პასიურობა თქვენთვის უკუჩვენებად ფასდება, მაგრამ ამავდროულად ფრთხილად უნდა იყოთ და ძალიან ყურადღებით მოეკიდოთ ნებისმიერ საკითხს. პარასკევი კარგი დღეა ყველა სახის ინტელექტუალური საქმიანობისთვის. თქვენს პირად ცხოვრებაში მშვიდობა და ჰარმონია სუფევს.

სასიკეთო დღეები: 11, 14.

არასასიკეთო დღე: 10.

 

ტყუპი

ამ კვირაში არ არის გამორიცხული, რომ თქვენი პროფესიული შესაძლებლობები შემოწმდეს, მაგრამ თუ გამოცდას ჩააბარებთ, მიიღებთ იმას, რისთვისაც დიდი ხანია იღვწით. მაშინაც კი, თუ თქვენი სამუშაო პროცესი გარედან არც თუ ისე მომხიბვლელი ჩანს, ის თქვენთვის საინტერესო და ამაღელვებელი იქნება. შედეგად კი მნიშვნელოვან მოგებას მიიღებთ და მიმზიდველი  პერსპექტივებიც გამოგიჩნდებათ. თქვენი პირადი ცხოვრება ჰარმონიული და მშვიდი იქნება, სიყვარულისა და რომანტიკისთვის შესაფერისი.

სასიკეთო დღეები: 9, 13.

არასასიკეთო დღე: 12.

 

კირჩხიბი

ამ კვირაში გირჩევთ, თქვენი საქმეებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი გამოყოთ და თქვენთვის დამახასიათებელი სიჯიუტით მასზე კონცენტრირება მოახდინოთ. ზოგიერთმა მოულოდნელმა მოვლენამ შეიძლება დაბრკოლება შეგიქმნათ, რომლის გადალახვასაც სწრაფად შეძლებთ, თუ ძალისხმევას არ დაიშურებთ. ყველაზე რთული კითხვაც კი ვერ გაუძლებს თქვენს ზეწოლას. დიდი მონდომების გარეშე შეგიძლიათ იყოთ ყველაზე მომხიბვლელი და მიმზიდველი ირგვლივ მყოფებისთვის. ღრუბლებში არ იფრინოთ, იყავით უფრო ყურადღებიანი და კარგად დაფიქრდით, სანამ იმოქმედებთ.

სასიკეთო დღეები: 10, 14.

არასასიკეთო დღე: 8.

 

ლომი

ამ კვირაში შეიძლება იგრძნოთ, რომ ძალიან ბევრს ითხოვენ თქვენგან, ანაზღაურება კი მცირე გაქვთ. კვირის პირველ ნახევარში უფრო ფრთხილად უნდა შეასრულოთ თქვენი პროფესიული მოვალეობები, დაძლიოთ ფარული წინააღმდეგობა. ხელსაყრელი დროა სამსახურის შესაცვლელად და უკან არ დაიხიოთ. ფინანსურ სფეროში წარმატებები და შემოსავალი გელით ყველაზე მოულოდნელი წყაროებიდან. პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანია, არ მიიყვანოთ კამათი კონფლიქტამდე, საყვარელი ადამიანები თქვენს აზრს პატივს სცემენ და ყველაფერს უპრობლემოდ მოაგვარებთ, თუ სიტუაციას არ დაძაბავთ.

სასიკეთო დღეები: 8, 12.

არასასიკეთო დღე: 14.

 

ქალწული

ეს კვირა პოზიტიურად დაიწყება, მაგრამ მალე შეიძლება დაბრკოლებები შეგხვდეთ გზაზე, მოგიწიოთ თქვენი შეხედულებების დაცვა. ამოცანა, თუმცა კეთილშობილური, ზოგჯერ ძალიან დამღლელია. მიჰყევით იმას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და უარი თქვით წვრილმანების დათმობაზე. იყავით აქტიური, კეთილი და წინდახედული, მაგრამ არ აიღოთ სხვისი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. ურთიერთგაგება და ოჯახური პასუხისმგებლობის სამართლიანი განაწილება ხელს შეუწყობს კონფლიქტური სიტუაციების თავიდან აცილებას.

სასიკეთო დღეები: 8, 11.

არასასიკეთო დღე: 14.

 

სასწორი

ამ კვირაში ბევრი თქვენგანი გატაცებული იქნება ორიგინალური იდეებით, რომლებსაც წარმატებით განახორციელებთ. ორშაბათი ხელსაყრელია დღეა სამეცნიერო კვლევებისა და ახალი აღმოჩენებისთვის, მაგრამ რაც უფრო ნაკლებ კარიერულ ამბიციებს გამოიჩენთ ამ კვირაში, მით უფრო წარმატებული იქნება თქვენი მიღწევები ძალისხმევისა და ნერვების მინიმალური დახარჯვით. შაბათს დიდი შრომა მოგიწევთ, მაგრამ შედეგი ღირებული იქნება. კვირას შეეცადეთ დრო კომფორტულ გარემოში გაატაროთ და ძალები აღიდგინოთ.

სასიკეთო დღეები: 10, 13.

არასასიკეთო დღე: 8.

 

მორიელი

ამ კვირას შეუძლია არაჩვეულებრივი პროდუქტიულობა მოგანიჭოთ, ყველაფერი თქვენს ხელში იქნება და ხელმძღვანელები შეამჩნევენ თქვენს მონდომებას. ღირს სამეცნიერო მუშაობაზე გადასვლა, რომელიც ძალიან საინტერესო პერსპექტივებს გაგიხსნით. თქვენი შრომა დამსახურებულ დივიდენდებს მოგიტანთ და ახლობლებთან ურთიერთობა გაუმჯობესდება. წარმოქმნილ პრობლემებთან გამკლავებისას შეგიძლიათ თამამად გამოიყენოთ ახლო მეგობრის დახმარება. მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი თქვენს პირად ცხოვრებაში.

სასიკეთო დღეები: 9, 12.

არასასიკეთო დღე: 11.

 

მშვილდოსანი

ამ კვირაში სავარაუდოა ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება და სარგებელი წარსული ინვესტიციებიდან, თუმცა ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად გონივრულად და კომპეტენტურად გამოიყენებთ თქვენთვის მოცემულ შანსს. იქნებ ხელახლა ჩადოთ თქვენი მოგება რომელიმე ბიზნესში. კვირის ბოლოს რაიმე სერიოზული არ უნდა დაგეგმოთ, გარდა, რა თქმა უნდა, მოახლოებული შვებულებისთვის მომზადებისა.

სასიკეთო დღეები: 10, 14.

არასასიკეთო დღე: 12.

 

თხის რქა

ეს კვირა კარგი პერიოდია ახალი პროექტების დასაწყებად. საკუთარ თავში კიდევ აღმოაჩენთ დამატებით უნარებს სამსახურში წარმატების მისაღწევად, თუმცა ფრთხილად იყავით სადმე ინვესტიციის ჩადებისას, რადგან არსებობს ფინანსური ზარალის ალბათობა. დასვენებაც არ დაგავიწყდეთ და ნუ იმუშავებთ ჯანმრთელობის საზიანოდ. პირად ცხოვრებაში მხოლოდ საკუთარ თავს ნუ დაადანაშაულებთ, თუ სასიყვარულო ურთიერთობა არასწორად მიდის, ერთად გაარკვიეთ თქვენი ურთიერთობის ნიუანსები და პრობლემებს თვალი გაუსწორეთ. საყვარელ ადამიანებთან ყველა კონფლიქტი და უთანხმოება კვირის ბოლოს მოგვარდება.

სასიკეთო დღეები: 11, 13.

არასასიკეთო დღე: 9.

 

მერწყული

ამ კვირაში სასურველია შეინარჩუნოთ სიმშვიდე და გონიერება, ნაკლები ისაუბროთ და უკეთ შეინახოთ როგორც საკუთარი, ისე სხვისი საიდუმლოებები, მაშინ ბევრი თქვენი პრობლემა მოგვარდება. კვირის დასაწყისშივე დროა გადადგათ კარიერის კიბეზე კიდევ ერთი ნაბიჯი და ყველაზე უკეთ თქვენი ინტუიცია მიგანიშნებთ, როგორ გააკეთოთ ეს. ოთხშაბათს, სამუშაო დღის აურზაურში, ყურადღებით იყავით, მნიშვნელოვანი ზარი არ გამოგრჩეთ. შაბათ-კვირას, მძიმე შრომის შემდეგ, მშვენიერი დღესასწაული გელით ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად, რომელიც კარგი ჯილდო იქნება თქვენი ყველა მიღწევისთვის.

სასიკეთო დღეები: 10, 14.

არასასიკეთო დღე: 12.

 

თევზები

ამ კვირაში ბევრი და მრავალფეროვანი სამუშაო გექნებათ, ამიტომ თქვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, ყველაფერი მკაფიოდ დაგეგმოთ, რათა რაც შეიძლება მეტის გაკეთება შეძლოთ. გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერ საქმეში, რომელსაც სამშაბათს წამოიწყებთ, შესანიშნავი შედეგების მიღწევას შეძლებთ. ხუთშაბათს შეეცადეთ, ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. შაბათ-კვირას დიდი შესაძლებლობა გექნებათ, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში რომანტიკა და სიახლე შეიტანოთ. ასევე, ღირს სამოგზაუროდ წასვლა.

სასიკეთო დღეები: 11, 14.

არასასიკეთო დღე: 8.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close