მიგრაცია

თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ დეპორტაციისგან დაიცავს ამერიკის მოქალაქეთა მიგრანტ მეუღლეებს

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაცხადა ზომები, რომლებიც ქვეყნის მოქალაქეების მიგრანტ მეუღლეებს დეპორტაციისგან დაიცავს.

როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული, ეს პოლიტიკა ოჯახების ერთიანობის შესანარჩუნებლად არის მიმართული.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული ახალი ზომები გავრცელდება მიგრანტებზე, რომლებიც აშშ-ში 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობენ და აშშ-ის მოქალაქესთან ლეგალურ ქორწინებაში იმყოფებიან.

შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ინდივიდუალური შემოწმების შემდეგ ასეთ მიგრანტებს მიეცემათ სამწლიანი პერიოდი მუდმივ ბინადრობაზე განაცხადის შესატანად. მათ ექნებათ აშშ-ში ოჯახებთან დარჩენის და მუშაობის უფლება.

თეთრი სახლის ცნობით, ეს ზომა დეპორტაციისგან დაიცავს აშშ-ის მოქალაქეების 500 ათას მეუღლეს და, დაახლოებით, 50 ათას ბავშვს, რომელთა მშობელი აშშ-ის მოქალაქესთან ქორწინებაში იმყოფება.

ამას გარდა, ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული ახალი ზომების თანახმად, სამუშაო ვიზებს გამარტივებული წესით მიიღებენ აშშ-ში უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულები, რომლებმაც ამერიკელი დამსაქმებლისგან სამსახურის შეთავაზება მიიღეს.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close