მსოფლიოსაზოგადოება

საბერძნეთში იდუმალ ვითარებაში გაუჩინარებული ბრიტანელი ტელეწამყვანი გარდაცვლილი იპოვეს (ვიდეო)

ცნობილი ბრიტანელი ტელეწამყვანი მაიკლ მოსლი, რომელიც კვირა დილამდე (9 ივნისი) დაკარგულად ითვლებოდა, საბერძნეთის კუნძულ სუმიზე გარდაცვლილი იპოვეს

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს, რომელიც იუწყება, რომ მოსლის გარდაცვალების ფაქტი მისმა მეუღლემ, კლარა ბეილი მოსლიმ დაადასტურა.

67 წლის მოს­ლი ოთხშა­ბათს სა­სე­ირ­ნოდ წავიდა კუნ­ძულ სი­მი­ზე, რომელიც მონასტრებით და თვალწარმტაცი ხედებით არის ცნობილი. ამის შემდეგ მისი კვალი გაქრა. იდუმალ ვითარებაში გაუჩინარებულ მა­მა­კაცს 5 დღე ინტენსიურად ეძებდნენ.

პოლიციის ინფორმაციით, ცხედარი იპოვეს აგია მარინას მიდამოში, აგიოს ნიკოლაოსის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე, სადაც მოსლი სასეირნოდ წავიდა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

ადგილობრივი მაშველები ვარაუდობენ, რომ მოსლიმ არასწორი მარშრუტი აირჩია, რომლითაც მხოლოდ ადგილობრივი მაცხოვრებლები სარგებლობენ, რადგან თუ არ იცნობ, ადვილად შეიძლება გზა აგებნეს, თან 35-გრადუსიან სიცხეში. კუნძულის მერის თქმით, მოსლი, სავარაუდოდ, ციცაბო ფერდობიდან ჩავარდა.

ბრი­ტა­ნე­ლ მე­დი­კო­სს და ჟურ­ნა­ლის­ტს მაიკლ მოსლის  BBC-ზე სხვადასხვა გადაცემა მიჰყავდა, მათ შორის, პოდკასტი „კიდევ ერთი რამ“ და პროგრამა „დამიჯერეთ, ექიმი ვარ“. გარდაცვლილს დარჩა მეუღლე და 4 შვილი, რომლებიც სიმიზე ჩავიდნენ და მაშველებს მოსლის ძებნაში ეხმარებოდნენ.

კუნძული სიმი, რომელიც ეგეოსის ზღვაში მდებარეობს, დოდეკანესის კუნძულების ჯგუფს მიეკუთვნება. სიმიზე 200-მდე მონასტერი და სამლოცველოა, მათგან ყველაზე ცნობილია პანორმიტის მონასტერი, რომელიც მთავარანგელოზ მიქაელის სახლობისაა. ძველად აქ გემებს აშენებდნენ და ზღვის ღრუბელს (ინგ. spongia) მოიპოვებდნენ, ახლა კი სიმი პოპულარული ტურისტული მიმართულებაა. 

ნინო ხოშტარია

მოს­ლის სა­ხელ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი „მე­ო­რე დღის დი­ე­ტა“ სა­ხელ­წო­დე­ბით 5/2, რომ­ლის დრო­საც ადა­მი­ა­ნი ნორ­მა­ლუ­რად იკ­ვე­ბე­ბა კვი­რა­ში 5 დღე და იღებს მხო­ლოდ 500 კა­ლო­რი­ას დარ­ჩე­ნილ 2 დღე­ში. BBC-სთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა 1985 წელს და­ი­წო და მალე პო­პუ­ლა­რუ­ლი წამ­ყვა­ნი გახ­და. იგი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია კლერ ბე­ილ­ზე და ჰყავს ოთხი შვი­ლი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close