ეკონომიკატექნოლოგიებისაქართველო

ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობის ბედი უკვე გადაწყვეტილია

ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობის ბედი უკვე გადაწყვეტილია, – ამის შესახებ ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა განაცხადა.

როგორც მან BMG-ს უთხრა, უახლოეს მომავალში საჯარო გახდება კონცეფცია, თუ როგორი იქნება შენობაში განთავსებული ციფრული განვითარების ცენტრი.

„პარლამენტის ყოფილი შენობის ბედი უკვე გადაწყვეტილია. იქ კეთდება ციფრული ჰაბი, ამაზე მუშაობს GITA, საქართველოს მთავრობის დავალებით და სულ მოკლე ხანში იქნება კონცეფციის ოფიციალური წარდგენა, თუ როგორი იქნება ჩვენი ციფრული განვითარების ცენტრი“, – განაცხადა ხახალეიშვილმა.

ჯერ კიდევ 2022 წლის დასაწყისში ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში IT-ჰაბის შექმნის შესაძლებლობა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დააანონსა.

„ქუთაისის პარლამენტის შენობა, პრაქტიკულად, უფუნქციოდ არის დარჩენილი. ჩვენი მიზანი არის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ IT-მიმართულების ამუშავებას. ვემუშავებით ებრაულ კომპანიას, რომელიც გამოთქვამს სურვილს, რომ ქუთაისის პარლამენტის შენობის ბაზაზე შეიქმნას IT-ჰაბი, რომელიც მოიზიდავს და დაასაქმებს IT სფეროში მომუშავე ახალგაზრდებს.

აქაც რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. ამ პროექტის სერიოზული პარტნიორი შეიძლება იყოს ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი“, – განაცხადა 2022 წელს პრემიერმა მთავრობის სხდომაზე

შეგახსენებთ, რომ 2017 წლიდან პარლამენტი კვლავ თბილისში, რუსთაველის გამზირის #8-ში მდებარე ყოფილ „მთავრობის სახლშია“ განთავსებული. შვიდი წელია, ქუთაისის პარლამენტის შენობა უფუნქციოდ არის დარჩენილი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close