„სატანური“: ინგლისის მეფის, ჩარლზ III-ის ოფიციალური პორტრეტით ინტერნეტ-მომხმარებლები შოკირებულები არიან (ვიდეო)
„ის თითქოს ჯოჯოხეთში იწვის“
მეფე ჩარლზ III-ის პირველი ოფიციალური პორტრეტი (კორონაციის შემდეგ) 14 მაისს წარადგინეს.
ნახატს, რომლის ზომები 2,60 x 1,80 მეტრია და რომელზეც ბრიტანელი სუვერენი ნათელ წითელ სამოსსა და უელსის გვარდიის ფორმაშია გამოწყობილი, ინგლისელი თვითნასწავლი მხატვარი ჯონათან იეო ოთხი წლის განმავლობაში ქმნიდა.
ის ასევე ცნობილია სამეფო ოჯახის სხვა წევრების, მათ შორის ჩარლზ III-ის მამის, პრინც ფილიპისა და თავისი მეუღლის, კამილას პორტრეტების შესრულებით. მხატვრის თქმით, ჩარლზი და კამილა პორტრეტს მოიწონებდნენ, რომ არა ინტერნეტ-მომხმარებლის რეაქცია, რომელიც მათ სოციალურ ქსელებში გამოხატეს.
„ის თითქოს ჯოჯოხეთში იწვის“, – დაწერა ერთ-ერთმა მათგანმა, რომელმაც ნახატის ფონსა და ჯოჯოხეთის ცეცხლს შორის გააავლო პარალელი. „მეფე ჩარლზის პორტრეტის გამოყენება კარგი იქნებოდა ფილში „მოჩვენებებზე მონადირეები 2“, – გაეცინა მეორეს. „სატანური“, „ბოროტი“, „ყველაზე საშინელი რამ, რაც კი ოდესმე მინახავს“, – განაწყენდნენ სხვები.
ჯონათან იეოს მიერ ადრე გაკეთებული განცხადებების თანახმად, მას „მეფის ღრმა ადამიანური ბუნების“ წარმოჩენა სურდა: „ყველაფერს ვაკეთებ, რომ გადმოვცე მის სახეზე აღბეჭდილი ცხოვრებისეული გამოცდილება. ჩემი მიზანია ტრადიციებისთვის ისეთი ხაზგასმა, რომ 21-ე საუკუნის მონარქიის ხასიათიც ნათლად წარმოჩინდეს“.
კომენტარები