ვიდეოსაქართველოსპორტი

უძლეველი ქართველი „ჰალკის“ ტრიუმფალური დაბრუნება – ლევან საგინაშვილმა ლეგენდარული ჩემპიონი დაამარცხა (ვიდეო)

თანამედროვე მკლავჭიდის ლეგენდარული ჩემპიონები სტამბოლში გამართულ East vs West-ის პრესტიჟულ შეჯიბრებაზე ერთმანეთს კვლავ დაუპირისპირდნენ.

ღონისძიების მთავარი დაპირისპირება ქართველ „ჰალკად“ წოდებული ლევან საგინაშვილისა და დევონ ლარატის ბრძოლა იყო. უძლეველი საგინაშვილი კანადელ ჩემპიონს, დევონ ლარატს კარიერაში მეორედ დაუპირისპირდა, კვლავ მარტივად დაამარცხა  – 4:0 და საჩემპიონო ქამარი დაისაკუთრა.

„მისი ძალა არაამქვეყნიურია, საოცრებაა!“ – აღიარა ქართველი „ჰალკის“ კანადელმა მეტოქემ.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მკლავჭიდელი ტრავმის გამო ერთი წლის განმავლობაში ვერ ასპარეზობდა, თუმცა ლევან საგინაშვილი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ტრიუმფით დაბრუნდა.

East vs West-ის ტურნირი ქართველი მკლავჭიდელების სრული დომინაციით წარიმართა – ლევან საგინაშვილის გარდა ჩემპიონები გახდნენ ირაკლი ზირაქიშვილი და დავით სამუშია.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close