2024 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 278.5 მლნ აშშ დოლარი (746.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 36.5%-ით (160 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. სტატისტიკურ მონაცემებს საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.
ფულადი გზავნილების მოცულობით პირველ ადგილზე კვლავ რუსეთის ფედერაციაა – მარტში რუსეთიდან 52,996.2 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც ფულადი გზავნილების მთლიანი მოცულობის 19%-ს შეადგენს, თუმცა რუსეთიდან გადმორიცხვები წლიურად 76.3%-ითაა შემცირებული და ბოლო თვეების განმავლობაში პერმანენტულად იკლებს. წლიურად გაზრდილია იტალიიდან (+7,5%), აშშ-იდან (+24,4%) და ფულადი გზავნილების მიხედვით სხვა უმსხვილესი ქვეყნებიდან გადმორიცხული თანხების მოცულობა.
ფულადი გზავნილების მიხედვით უმსხვილესი ქვეყნების ათეული და გადმორიცხული თანხების მოცულობის წლიური ცვლილება ასეთია:
- რუსეთი – 53 მლნ აშშ დოლარი (-76.3%)
- იტალია – 46.7 მლნ აშშ დოლარი (+7.5%)
- აშშ – 44.8 მლნ აშშ დოლარი (+24.4%)
- ისრაელი – 21.1 მლნ აშშ დოლარი (+12.5%)
- საბერძნეთი – 21 მლნ აშშ დოლარი (+7.1%)
- გერმანია – 20 მლნ აშშ დოლარი (+14.8%)
- ყაზახეთი – 11.8 მლნ აშშ დოლარი (+32.3%)
- თურქეთი – 8.2 მლნ აშშ დოლარი (-19.5%)
- ესპანეთი – 5.7 მლნ აშშ დოლარი (+14.6%)
- ირლანდია – 5.1 მლნ აშშ დოლარი (+53.8%)
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 29.3 მლნ აშშ დოლარი (78.6 მლნ ლარი) გაიგზავნა, რაც 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (30.5 მლნ აშშ დოლარი) შედარებით 3.8%-ით ნაკლებია.
2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან უცხოეთში 84,1მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 2023 წელთან შედარებით 0,2%-ით ნაკლებია.
კომენტარები