საზოგადოებასაქართველოშეუცნობელი

გაიცანით 4 წლის და 24 დღის რუსთაველი ვუნდერკინდი – გაოცდებით (ვიდეო)

ვუნდერკინდად ბავშვები იბადებიან, ვუნდერკინდად ჩამოყალიბება შეუძლებელია. განსაკუთრებული ნიჭიერება – ეს ღვთიური საჩუქარია. ასეთი საჩუქრით არის დაჯილდოებული „პატარების დიდი შოუს“ მონაწილე დავით ჩარკვიანი.

4 წლის და 24 დღის რუსთაველი „მათემატიკოსის“ – დავით ჩარკვიანის სასწაულმა ნიჭმა საყოველთაო  გაოცება და აღფრთოვანება დაიმსახურა. „გენიოსი“, „ფენომენი“, „ვუნდერკინდი“ – ეს ის ეპითეტებია, რომლებიც ამ პატარა ბიჭუნას მისამართით ისმის.

და, საერთოდ, არსებობს კი ამ ბავშვის ნიჭის შესაბამისი ეპითეტი?

უამრავი ნიჭიერი მონაწილე ჰყავდა ამ შოუს, მაგრამ ეს ბიჭუნა ყველასგან გამორჩეულია – საოცრება, ნამდვილი ინდიგო თანდაყოლილი ინ­ტე­ლექ­ტით და ცოდნით, რო­მე­ლიც მას კოს­მო­სი­დან მი­ე­წო­დე­ბა. ამ ასაკ­ში ვერ ხსნის რა, სა­ი­დან ან რო­გორ ისწავლა. უბ­რა­ლოდ, იცის და მორ­ჩა!

და კიდევ – რაც მთავარია, ხალისიანი და ენაწყლიანია, იუმორის გრძნობით სავსე და ისეთი საყვარელი, როგორც დავითის სხვა თანატოლები არიან.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close