ვიდეოხელოვნებაარტისტი

„ცეცხლთან მებრძოლმა“ ნუცამ ლონდონის სცენაზე ცეცხლი დაანთო (ვიდეო)

სიმღერის სახელწოდება, „Firefighter“, რომელსაც ნუცა ბუზალაძე „ევროვიზია-2024“-ზე შეასრულებს, ქართულად „ცეცხლთან მებრძოლს“ ნიშნავს, ამ ცეცხლში კი, მომღერლის თქმით, ყველა ის უარყოფითი რამ არის ნაგულისხმები, რაც მსოფლიოში ხდება და იგი სწორედ ამას უპირისპირდება.

ძმის გარდაცვალების შემდეგ ნუცამ მადრიდში დაგეგმილ „ევროვიზიის“ პრომოტურზე ყველა აქტივობა გააუქმა, მაგრამ სპეციალური სტუმრის სტატუსით დასკვნით ღონისძიებაზე მაინც იმღერა. ლონდონში მომღერალი უკვე შესანიშნავ ფორმაში გამოჩნდა, „ევროვიზიის“ წინ გამართული ღონისძიების გახსნაზე იგი Machandmach-ის  ვერცხლისფერ კაბაში ბრწყინავდა.

საქართველოს წარმომადგენლის საკონკურსო სიმღერა „Firefighter“ დარკო დიმიტროვმა და ადა სატკამ სპეციალურად ნუცასთვის დაწერეს. როგორც ცნობილია, ეს კომპოზიცია 300-ზე მეტი განაცხადიდან შეირჩა.

ნუცა ბუზალაძის „Firefighter“-ი  მარტის თვის ათ ყველაზე ნახვად ვიდეოს შორისაა:  https://www.youtube.com/watch?v=WyZE-SdYCBE

საერთაშორისო კონკურსი „ევროვიზია-2024“ შვედეთის ქალაქ მალმეში ჩატარდება, რადგან გასულ წელს შვედეთის წარმომადგენელმა Loreen-მა გაიმარჯვა სიმღერით „Tattoo“. კონკურსის ფინალი 11 მაისს სპორტულ კომპლექს „მალმე არენაში“ გაიმართება, ნახევარფინალები კი – 7 და 9 მაისს. ნუცა მსმენელის წინაშე მეორე ნახევარფინალში, 9 მაისს წარდგება.

პირდაპირი რეპორტაჟი მალმედან საქართველოს „პირველი არხის“ ეთერში გადაიცემა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close