ლეგენდარული Pink Floyd-ის ცნობილი ალბომის, Dark Side of the Moon-ის ორმოცდაათი წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით Pink Floyd-ის ანიმაციურ კონკურსში რატი დაბრუნდაშვილმა და ნასტასია ნიკიტინამ გაიმარჯვეს და საპრიზო ფულადი ჯილდო – £100 000 მიიღეს.
რატისა და ნასტასიას ნამუშევარი 10 გამარჯვებულ ანიმაციას შორის მოხვდა და საბოლოოდ ჟიურიმ ის საუკეთესოდ დაასახელა.
პირველი სამეული კი ასე გამოიყურება: მესამე ადგილზე მონიკა ფიბის მიერ Eclipse-ისთვის შექმნილი ანიმაცია გავიდა (£25 000). მეორე ადგილი Time-ისთვის შექმნილი ანიმაციისთვის დეივიდ ჰორნმა დაიკავა(£50 000), ხოლო პირველ ადგილზე Brain Damage-ისთვის შექმნილი ანიმაციისთვის რატი დაბრუნდაშვილი და ნასტასია ნიკიტინა დასახელდნენ (£100 000).
„ნასტასიამ და მე პირველი ადგილი ავიღეთ Pink Floyd-ის ანიმაციის კონკურსში, ჯერ კიდევ შოკში ვართ…“ – წერს რატი დაბრუნდაშვილი სოციალურ ქსელში.
ვიდეოს აღწერაში რატი და ნასტასია წერენ, რომ ანიმაცია Pink Floyd-ის ერთ-ერთი დამაარსებლის, სიდ ბარეტის ხსოვნას მიუძღვნეს.
კომენტარები