საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზეა!
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საპლეიოფო ფინალში საბერძნეთს უმასპინძლა. მატჩს უდიდესი ღირებულება ჰქონდა – გამარჯვებული ევრო 2024-ზე ითამაშებდა. მეტად დაძაბულ და ხისტ მატჩში საბოლოოდ გამარჯვება საქართველოს დარჩა.
ფაქტები
- საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი გამარჯვება, 1:0 ხორვატიასთან, 26 მარტს დაფიქსირდა.
- 1960 წლიდან დღემდე ევროპის ყველა ჩემპიონატზე იყო მინიმუმ ერთი დებიუტანტი. ევრო 2024-ზე საქართველოს გასვლის შემთხვევაში ეს ტრადიცია კვლავ გაგრძელდებოდა. ჩვენი გუნდის გარდა პლეი ოფში მოთამაშე დანარჩენ 5 გუნდს და უკვე საგზურის მფლობელ 21-ს მინიმუმ ერთხელ მაინც უასპარეზია ევროპირველობაზე.
- 26 მარტის ფინალურ მატჩამდე საქართველოს ნაკრებს საბერძნეთთან 2 ფრე და 7 წაგება ჰქონდა.
ვილი სანიოლმა დისკვალიფიკაციის შემდეგ დაბრუნებული ხვიჩა კვარაცხელია შემადგენლობაში გიორგი მიქაუტაძის ნაცვლად დააყენა. ბერძნებმა ხვიჩა კვარაცხელიას მარწუხებში მოქცევა და მაღალი პრესინგით თამაში სცადეს. ასეთი თამაშის სტილი ბერძნებისთვის დამახასიათებელია. სწორედ ასეთი თამაშით მოიგეს 2004 წელს ევროპის ჩემპიონატი.
უპირატესობა საბერძნეთის ნაკრებმა მოიპოვა, ბურთს აკონტროლებდა და უფრო მეტად უტევდა. თუმცა, პოლონელი არბიტრის საქციელი ზოგჯერ უცნაურ შთაბეჭდილებას ტოვებდა, რადგან ქართველ ფეხბურთელებთან, განსაკუთრებით, ხვიჩა კვარაცხელიასთან უხეშობაზე თვალებს ხუჭავდა. ხვიჩას ციმიკასმა სახეში იდაყვი მაგრად მოარტყა, მაგრამ სტუმართა მიმართულებით ჯარიმაც არ დაინიშნა.
საქართველოს ნაკრები შეტევების წამოწყებას ახერხებდა, რომლის განვითარება და გამწვავება მეტოქის მკაცრი პრესინგის პირობებში უჭირდა. ამის გამო გიორგი ქოჩორაშვილმა შორიდან სცადა კარის აღება, მაგრამ მიზანს ააცილა.
პ. ს. 2004 წლის ევროპის ჩემპიონების დამარცხება სიურპრიზი აღმოჩნდა ბევრისთვის, თუმცა არა ქართველებისთვის, რომელთა უმეტესობას გამარჯვებისა მტკიცედ სჯეროდა.
ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გაიმართება, „მსოფლიო რეიტინგში 77-ე ადგილზე მყოფი საქართველო F ჯგუფში ითამაშებს თურქეთთან, პორტუგალიასთან და ჩეხეთთან ერთად. ეს იქნება მათი პირველი გამოჩენა დიდ ტურნირზე მას შემდეგ, რაც 1991 წელს 3,7- მილიონიანმა ქვეყანამ კავკასიაში საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა“, – წერს france24.
„ზეიმობს მთელი ქვეყანა, ზეიმობს თბილისი!“
კომენტარები