ეკონომიკასაქართველო

თებერვალში ფულადი გზავნილები შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 272.3 მლნ აშშ დოლარი (723.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 26.9%-ით (100 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

62.2 მლნ აშშ დოლარის ფულადი გზავნილებით პირველ ადგილზე კვლავ რუსეთის ფედერაციაა – მისი წილი მთლიან მოცულობაში 22.8%-ს შეადგენს, თუმცა გადმორიცხვები წლიურად 66.8%-ითაა შემცირებული.

ფულადი გზავნილების მიხედვით უმსხვილესი ქვეყნების ათეული და გადმორიცხული მოცულობის წლიური ზრდის ტემპი ამგვარია:

  • რუსეთი – 6.2 მლნ აშშ დოლარი (-66.8%);
  • იტალია – 44 მლნ აშშ დოლარი (13%);
  • აშშ – 41.2 მლნ აშშ დოლარი (35.3%);
  • ისრაელი – 20.4 მლნ აშშ დოლარი (24.5%);
  • საბერძნეთი – 19 მლნ აშშ დოლარი (9.3%);
  • გერმანია – 18.1 მლნ აშშ დოლარი (23.4%);
  • ყაზახეთი – 10.6 მლნ აშშ დოლარი (17.8%);
  • თურქეთი – 7.7 მლნ აშშ დოლარი (-11.7%);
  • ესპანეთი – 5 მლნ აშშ დოლარი (16.3%);
  • ირლანდია – 4.6 მლნ აშშ დოლარი (61.2%).

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close