ვიდეოქართველები უცხოეთშიხელოვნება

თამარ კვესიტაძის მსოფლიო აღიარება – „ალი და ნინოს“ ქანდაკების ავტორის მორიგი ნამუშევარი ჩინეთში უკვე ნახა 10 მილიონზე მეტმა ადამიანმა (ვიდეო)

ჩინეთში, ქალაქ ვუშში, სადაც 7 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ქართველმა ხელოვანმა – თამარ კვესიტაძემ 18-მეტრიანი კინეტიკური ქანდაკება შექმნა, რომელიც მაღალი ხარისხის ფოლადისა და ალუმინის ფირფიტებისგანაა დამზადებული.

ყოველ საღამოს, 8 საათზე იწყება პერფორმანსი, რომლის სანახავად ათასობით ადამიანი იკრიბება. ლაზერშოუ, ასობით დრონი და ჩინურ ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ადგილობრივები საოცარი სანახავია.

რკინის ჯუნგლების ტრანსფორმაცია და გული, რომელიც ხეთა ჯარს ადამიანად გარდაქმნის – შოუ სულ 20 წუთს გრძელდება და უამრავ მნახველს იზიდავს. გახსნიდან დღემდე სულ 36 ათასი პერფორმანსი ჩატარდა, თამარ კვესიტაძის ნამუშევარი უკვე ნახა 10 მილიონზე მეტმა ადამიანმა.

ქანდაკება დაახლოებით 600 მექანიზმს მოიცავს, მათ შორის, დენის წყაროს; ქანდაკების ქვემოთ არის კიდევ დამატებით 6 მეტრი და ერთ ტექნიკური სართული, საიდანაც ქანდაკება იმართება, რადგან მისი რვა ნაწილი მოძრაობს და შუქი უნდა ხვდებოდეს ისე, რომ ნახატი ზედ ქანდაკებაზე გადავიდეს.

„ეს ბუდას თემა იყო და ამ სილუეტად შევკარით. დღევანდელი ბუდაა, შეიძლება ასე ითქვას“, – ამბობს თავად ხელოვანი.

როგორც აღმოჩნდა, ეს ქანდაკება ჩინეთისთვის უნიკალურია, მსგავსი რამ ამ უზარმაზარ ქვეყანაში არ დგას. „და არა მარტო ჩინეთისთვის, მთელი მსოფლიოსთვის უნიკალურია“.

„ეს ქანდაკება გახდა ნიანჰუავანის ნომერ პირველი სანახაობა“.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close