11 მარტს, საღამოს თბილისში, Redisson red courtyard-ში ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლის, ნუცა ბუზალაძის სიმღერისა და ვიდეორგოლის პრემიერა გაიმართა.
Firefighter – ასე ჰქვია 2024 წლის საქართველოს საკონკურსო სიმღერას, რომელიც დარკო დიმიტროვმა და ადა სატკამ სპეციალურად ნუცასთვის დაწერეს. ნუცა ბუზალაძესთან ერთად ვიდეორგოლში ქართველი და იტალიელი მოცეკვავეები მონაწილეობენ.
კლიპის რეჟისორია ზაზა ორაშვილი, მხატვარი – შაკო პოპიაშვილი, ქორეოგრაფი – ლუიჯი ალოკა, კოსტიუმების დიზაინი ლაშა ჯოხაძესა და ალექსანდრე ახალკაციშვილს ეკუთვნით, მონტაჟის რეჟისორი კი ნესტან სინჯიკაშვილია.
ევროვიზიის სიმღერის კონკურსი წელს 7, 9 (ნახევარფინალები) და 11 მაისს (ფინალი) შვედეთის ქალაქ მალმეში გაიმართება. ნუცა ბუზალაძე საქართველოს სახელით 9 მაისს იმღერებს მეორე ნახევარფინალში. კონკურსის ტრანსლაციას პირდაპირ ეთერში, ტრადიციულად, საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი შემოგვთავაზებს.
კომენტარები