ARNEDO – პატარა საქართველო ესპანეთში (ვიდეო)
ესპანეთში მცხოვრებმა ბლოგერმა გიორგი ქართველმა 5 წლის წინ nostal.ge-სთან ინტერვიუში ბევრ სხვა საინტერესო ამბავთან ერთად ისიც გაგვიმხილა, რომ უნდოდა მისი ვიდეოები და ბლოგები უფრო ფართო საზოგადოებას ენახა, რათა მეტი ხალისით და მონდომებით გაეგრძელებინა ეს საქმე…
დღეს გიორგის ამის საშუალებას ჩვენი საიტის პლატფორმიდანაც ვაძლევთ და გთავაზობთ გიორგის საინტერესო სიუჟეტს ქალაქ არნედოდან, რომლის 16 ათასი მოსახლიდან დაახლოებით ათასი ქართველი ცხოვრობს.
„ესპანეთის ერთი პატარა ქალაქი, სადაც საქართველოში იგრძნობთ თავს, დიდი ხანია ამ თემაზე რეპორტაჟის გაკეთება მინდოდა და ბოლოს მოვახერხე, თუმცა ჯერ კიდევ უამრავი რამ დარჩა გადასაღები, რომ ამ ქალაქის ქართული ცხოვრება ბოლომდე ამოვწუროთ. ასე რომ შეაფასეთ და თუ მოგეწონებათ გადავიღებ მეორე ნაწილს“, – წერს ვიდეოს ანოტაციაში გიორგი ქართველი.
ეს კი 5 წლის წინანდელი ინტერვიუა გიორგისთან:
კომენტარები