იტალიაკრიმინალი

იტალიაში მეგობარი ბიჭის თვალწინ 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით 7 იმიგრანტი დააკავეს

30 იანვარს, დაახლოებით 19:30 საათზე სიცილიაში, კატანიის პროვინციის ვილა ბელინის რაიონის საზოგადოებრივ პარკში 13 წლის იტალიელი გოგონა გააუპატიურეს.

იტალიური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 15-იდან 19 წლამდე ასაკის შვიდმა ახალგაზრდამ პარკში მყოფი გოგო და მისი 17 წლის ბოიფრენდი ალყაში მოაქცია და ტუალეტში შეიყვანა, სადაც ორმა გოგოზე იძალადა, ხუთი კი მის ბოიფრენდს აკავებდა.

პარკში არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების შესწავლის შემდეგ მოძალადეებს მალე მიაგნეს და დააკავეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ექვსი მათგანი წინასწარ პატიმრობაში დატოვეს, მეშვიდეს კი, რომელიც არასრულწლოვანია და პოლიციასთან თანამშრომლობდა, ელექტრონული სამაჯური შეაბეს.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყველა დაკავებული იდენტიფიცირებულია.

ისინი ქვეყანაში არალეგალურად არიან შესულები 2021 წლის ნოემბრიდან 2023 წლის მარტამდე პერიოდში და მათი, როგორც არასრულწოვანების, დეპორტაციის უფლებას კანონი არ იძლეოდა, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იტალიის პრემიერ მინისტრმა ჯორჯა მელონიმ, რომელიც შაბათ-კვირას წინასწარ დაგეგმილი ვიზიტით კატანიაში იმყოფებოდა, თქვა, რომ შოკირებულია მომხდარით. მან მიუსამძიმრა მსხვერპლს და მის ოჯახს და დაჰპირდა, რომ „სამართლიანობა აღსრულდება“.

იტალიის მემარჯვენეთა ლიდერის, მატეო სალვინის თქმით, „ლიგა“ მალე წარადგენს კანონპროექტს, რომელიც ამგვარი მოძალადეების ქიმიურ კასტრაციას ითვალისწინებს.

ipress.ge

დაკავშირებულ თემაზე: სალვინი გამოდის წინადადებით, სექსუალური მოძალადეების დასასჯელად ქიმიური კასტრაცია შემოიღონ

უკრაინის რადამ პედოფილების ქიმიური კასტრაციის შესახებ კანონი მიიღო

უკრაინის რადამ პედოფილების ქიმიური კასტრაციის შესახებ კანონი მიიღო

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close