მსოფლიოსაზოგადოება

NBC: თაობა Z-ის ზრდასრულ წარმომადგენელთა თითქმის 30 პროცენტი თავს ლესბოსელად, ბისექსუალად, ტრანსგენდერად, გეიდ ან ქვიარად მიიჩნევს

აშშ ჩატარებული კვლევის თანახმად, „ჯენზის“ თაობის ყოველი 4 ზრდასრული წარმომადგენლიდან ერთზე მეტი იდენტიფიცირდება, როგორც ლესბოსელი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, გეი ან ქვიარი, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე ეს მაჩვენებლები მათზე უფროს ასაკობრივ ჯგუფებში. ინფორმაციას ამის შესახებ „ენბისი ნიუსი“ „საჯარო რელიგიის კვლევით ინსტიტუტზე“ (PRRI) დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ცნობილია, აშშ-ში „ჯენზის“ (Gen Z – generation Z, ანუ თაობა Z) 1997-იდან 2012 წლის პერიოდში დაბადებულებს უწოდებენ.

კვლევის ანგარიშის თანახმად, „ჯენზის“ თაობის 28 პროცენტი იდენტიფიცირდება, როგორც ლგბტქ, რაც პროცენტულად ბევრად მეტია სხვა თაობებთან შედარებით. მაგალითად, „მილენიალებში“ (1981-1996 წლებში დაბადებულთა თაობა) თავს ლგბტქ-დ  მიიჩნევს16%, „თაობა X-ში“ (1965-1980 წლებში დაბადებულები) – 7%, „ბეიბი ბუმერებში“ (1946-1964 წწ.) – 4%, Silent Generation-ში („ჩუმი თაობა“, 1925-1945 წწ.) – 3%, რაც მთლიანობაში სულ „ჯენზი“-ზე უფროს ასაკობრივ ჯგუფებში 10%-ს შეადგენს.

„ლგბტქ იდენტობასთან დაკავშირებით აშკარაა, რომ Gen Z-ის ზრდასრული წარმომადგენლები განსხვავებულად გამოიყურებიან, ვიდრე მათზე უფროსი ასაკის ამერიკელები“, – აღნიშნა მელისა დეკმანმა, PRRI-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.

კვლევის შედეგად, აგრეთვე, გაირკვა, რომ Gen Z-ის თაობის ზრდასრულ წარმომადგენლებში 72% თავს ჰეტეროსექსუალად მიიჩნევს, 15% – ბისექსუალად, 5% – გეიდ ან ლესბოსელად, დანარჩენი 8% – კიდევ სხვად.

PRRI-ს ახალ კვლევაში, რომელიც გასული წლის აგვისტოსა და სექტემბერში ჩატარდა, 6600 რესპონდენტი მონაწილეობდა.

ნინო ხოშტარია

მსგავს თემაზე: მიცოტაკისი საბერძნეთში ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას აპირებს – მთავრობა კანონპროექტს მალე წარადგენს (ვიდეო)

ვატიკანმა კათოლიკურ ეკლესიაში ტრანსგენდერი ადამიანების მონათვლა, ნათლიობა და ჯვრისწერისას მეჯვარეობა დაუშვა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close