მედიცინამსოფლიო

SOS – ევროპაში წითელას შემთხვევებმა 30-ჯერ მოიმატა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ბიურო ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს, სასწრაფოდ ჩაატარონ იმუნიზაციის კამპანიები, რადგან 2023 წლის პირველ ათ თვეში ევროპის კონტინენტზე წითელას 30-ჯერ მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ვიდრე გასულ წელს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვირუსული ინფექციის შეჩერებისთვის აუცილებელია ვაქცინაციის მაჩვენებლების გაზრდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ბიუროს მონაცემებით, ევროპის კონტინენტზე 2023 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე წითელას 30 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, 2022 წელს კი – მხოლოდ 941.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო თვეებში წითელას შემთხვევები გაიზარდა და ეს ტენდენცია, სავარაუდოდ, გაგრძელდება, თუ სასწრაფო ზომები არ იქნება მიღებული.

ევროპის 4 ქვეყანაში, მათ შორის, საბერძნეთში წითელა დაბრუნდა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close