გასული წლის ოქტომბერში ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ყველასათვის საყვარელი კომპოზიტორის, პოეტისა და ავტორ-შემსრულებლის – ნატო გელაშვილის სოლო კონცერტი გაიმართა, რომელიც მომღერლის სახელობითი ვარსკვლავის გახსნით დასრულდა.
ფილარმონიაში გამართული კონცერტიდან სოციალურ ქსელში არაერთი ვიდეო გავრცელდა, თუმცა მათ შორის არ იყო ახალი სიმღერა „ჩამჭიდე ხელი“.
ამ დღეებში ახალი სიმღერის კიდევ ერთი პრემიერა შედგა ფართო მსმენელისთვის – ის თავად კომპოზიტორმა გააზიარა და დაწერა: „ესეც დაპირებული სიმღერა „ჩამჭიდე ხელი“… ცოტა დაგიგვიანეთ“.
ტექსტი და მუსიკა ნატო გელაშვილს ეკუთვნის. მომღერალმა ახალი სიმღერა შვილებთან და ანსამბლ „ჰერიოსთან“ ერთად შეასრულა.
კომენტარები