იტალიური ტელევიზიის ეთერში „ქართული დისკოს“ და „ნიკოს ბენდის“ წარმატების შესახებ სიუჟეტი გავიდა (ვიდეო)
წამყვანმა იტალიურმა ტელეარხმა TG1 მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში „ნიკოს ბენდის“ შესახებ სიუჟეტი აჩვენა.
„ქოლორსის“ (The Kolors) „იტალოდისკოს“ ქართულმა ვერსიამ „ქართული დისკო“ იუთუბზე ერთ თვეში 29 მილიონ ნახვაზე მეტი დააგროვა და საქართველოშიც და მის საზღვრებს გარეთაც არნახული პოპულარობა მოიპოვა.
სიმღერას ქართულ ენაზე სხვადასხვა ქვეყანაში მღერიან.
იტალიური არხი ქართულ ვერსიას ყველაზე წარმატებულ უწოდებს.
სიუჟეტში ქართული ქავერით დიდ კმაყოფილებას გამოთქვამს თავად ჯგუფ „ქოლორსის“ სოლისტიც (სტაშ ფიორდისპინო/Stash Fiordispino – nostal.ge).
fortuna.ge
„ნიკოს ბენდის“ იუმორისტულმა სიმღერამ „ქართული დისკო“ იუთუბზე ქართულენოვან სიმღერებს შორის ნახვების აბსოლუტური რეკორდი დაამყარა – 23 ნოემბერს გამოქვეყნებულ სიმღერას ამ დროისთვის 29,7 მლნ-ზე მეტი ნახვა აქვს. მოუსმინეთ, გახალისდებით.
კომენტარები