ფსიქოლოგია

ეს უნდა იცოდეთ: გასაოცარი ფაქტები ადამიანის ფსიქიკაზე

ადამიანის ფსიქიკა გასაოცარი და იდუმალი სფეროა, რომელიც კვლავაც აღელვებს მეცნიერებს და მისი ღრმად შესწავლისკენ უბიძგებს.

თანამედროვე განმარტებით, ფსიქიკა არის თითოეული ადამიანის ტვინის განსაკუთრებული თვისება, ფუნქცია, რაც გარე სამყაროს ასახვაში გამოიხატება, ეს არის ადამიანის სულიერ ძალთა და შესაძლებლობათა ერთობლიობა.

მართალია, ამ სფეროში ჯერ კიდევ ბევრი რამაა შესასწავლი, თუმცა მკვლევრებმა უკვე ბევრი საინტერესო ფაქტის დადგენა შეძლეს ადამიანის ტვინისა და მისი ფსიქიკის შესახებ. ქვემოთ რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ.

  • ტვინი ძილის დროსაც აქტიურია. ამ დროს ხდება იმის ფილტრაცია, თუ რა უნდა შეინახოს მეხსიერებაში და რა უნდა გადაიტანოს „რეზერვში“. დილით რომ გაიღვიძებთ, არასდროს დაგავიწყდებათ ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია თქვენთვის, მაგრამ შეიძლება აღარასდროს გაგახსენდეთ ის, რაზეც გუშინ გაამახვილეთ ყურადღება.
  • ადამიანი უფრო წარმატებულად და ბედნიერად გრძნობს თავს მხოლოდ მაშინ, როცა მისი გონება რაღაცით არის დაკავებული – თანაც არა მონოტონური სამუშაოთი, არამედ რაღაც აქტიურითა და „მოძრავით“.
  • ადამიანი, რომელიც ახალგაზრდობაში ახერხებდა, უარი ეთქვა იმაზე, რაც ძალიან სურდა, ცხოვრებისეულ გამოცდებს უფრო ადვილად და მინიმალური დანაკარგებით უმკლავდება.
  • რაიმესთან შესაჩვევად – მაგალითად, მოწევისთვის თავის დასანებებლად ან ჯანსაღ კვებაზე გადასასვლელად – ადამიანს დაახლოებით ორი თვე, უფრო სწორედ, საშუალოდ 66 დღე სჭირდება.
  • თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება მეგობრების შეუზღუდავი რაოდენობა გყავდეთ, ღრმად ცდებით. ირკვევა, რომ ადამიანს მთელი ცხოვრების განმავლობაში 150-ჯერ შეუძლია მეგობრობა.
  • თუ ღამით კოშმარები გესიზმრებათ, შესაძლოა გციოდეთ. სამეცნიერო ფაქტი: რაც უფრო ცივია თქვენი საძინებელი, მით უფრო დიდია ცუდი სიზმრის ნახვის ალბათობა.
  • უცნობ ადგილას მყოფი ადამიანების უმეტესობა მარჯვენა მხარეს ირჩევს დასადგომად ან დასაჯდომად.
  • ცისფერი თვალების მქონე ადამიანებს რამდენიმე წუთში უყვარდებათ ვინმე; ყავისფერი თვალების მქონეებს ორი ადამიანის ერთდროულად შეყვარება შეუძლიათ; ხოლო მწვანეთვალებას შესაყვარებლად შესაძლოა წლებიც დასჭირდეს.
  • ცნობილი ფაქტია, რომ ქალები ტანსაცმლის მაღაზიაში ყოფნისას ყურადღებას უფრო იმ თაროებსა და საკიდებზე ამახვილებენ, რომლებიც არეულია. ქვეცნობიერად მათ ეჩვენებათ, რომ სწორედ იქაა რაღაც უკეთესი და საინტერესო.
  • ადამიანისთვის მის სახელზე უკეთესი სიტყვა არ არსებობს. პირველი, რაც უნდა გახსოვდეთ ვინმესთან შეხვედრისას, არის მისი სახელი. არა თანამდებობა, არა პროფესია, არამედ სახელი! სწორედ ესაა კარგი ურთიერთობების დამყარების ძირითადი წესი.
  • ოპტიმიზმი და პესიმიზმი თითოეულ ადამიანში გენეტიკურადაა დაპროგრამებული. მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევის მიხედვით, ეს ტვინში Y- ნეიროპეპტიდების კონცენტრაციით განისაზღვრება: რაც უფრო დაბალია მისი რაოდენობა, მით უფრო პესიმისტურად და დეპრესიულად აღიქვამს ადამიანი სამყაროს.
  • თუ ადამიანი რაღაცის გახსენებას ცდილობს და თან თვალებში გიყურებთ, დარწმუნებული იყავით, რომ გატყუებთ.
  • არსებობს დეჟა ვიუს საპირისპირო ფსიქიკური ფენომენი, რომელსაც ჟამე ვიუ ჰქვია. ეს არის მოულოდნელი განცდა, რომ პირველად ხვდებით ადამიანს, რომელსაც სინამდვილეში კარგა ხანია იცნობთ.
  • ადამიანს არ შეუძლია, რომ ერთდროულად ინფორმაციის 5-9 ბლოკზე მეტი შეინახოს. ინფორმაციის უმეტესობა მოკლევადიან მეხსიერებაში 20-30 წამის განმავლობაში ინახება, რის შემდეგაც ადამიანი სწრაფად ივიწყებს მას, თუ ისევ და ისევ არ გაიმეორებს.
  • ყველა დაავადების 90% ფსიქოლოგიური ხასიათისაა და ადამიანის საბოლოო განკურნება მხოლოდ მისი ფსიქიკური წონასწორობის აღდგენის შემდეგაა შესაძლებელი.
  • ქალები უფრო დიდხანს უყურებენ მათ, ვინც მოსწონთ, ხოლო კაცები უფრო დიდხანს უყურებენ მათ, ვისაც მოსწონთ. დაკვირვებები აჩვენებს, რომ ქალები უფრო ხშირად იყენებენ პირდაპირ მზერას, ვიდრე მამაკაცები. ამიტომ ისინი დაჟინებულ მზერას ნაკლებად აღიქვამენ საფრთხედ.
  • თვალის გუგების შეკუმშვა და გაფართოება არ ექვემდებარება ცნობიერებას, ამიტომ მათი რეაქცია ძალიან ნათლად აჩვენებს, რამდენადაა პარტნიორი თქვენით დაინტერესებული: გუგების გაფართოება თქვენ მიმართ ინტერესის ზრდაზე მიანიშნებს, შევიწროება კი – მტრულ დამოკიდებულებაზე. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ გუგის ზომა ასევე დამოკიდებულია განათებაზე: კაშკაშა ნათელ მზეზე ადამიანს გუგები უვიწროვდება, ბნელ ოთახში კი – უფართოვდება.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close