ვიდეოტექნოლოგიებიარტისტი

როკ-ენ-როლის მეფე 2024 წელს, გარდაცვალებიდან 47 წლის შემდეგ, ვირტუალურ რეალობაში სცენაზე დაბრუნდება (ვიდეო)

ლეგენდარული ამერიკელი მომღერალი, მსახიობი, როკ-ენ-როლის მეფე ელვის პრესლი 2024 წელს, გარდაცვალებიდან 47 წლის შემდეგ, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით „გაცოცხლდება“ და სცენაზე დაბრუნდება. 

მაყურებელი სცენაზე იხილავს მუსიკოსის სრული ზომის ჰოლოგრამას, რომელიც ათასობით ფოტოსა და ვიდეოს საფუძველზეა შექმნილი.

ეს იქნება ციფრული თავგადასავალი, რომელიც მსმენელს ელვის პრესლის ცხოვრებასა და შემოქმედებაში ამოგზაურებს.

შოუ, სახელწოდებით Elvis Evolution – „იმერსიული კონცერტის გამოცდილება“ (“immersive concert experience”), როგორც მას ორგანიზატორები უწოდებენ – ლონდონში მიმდინარე წლის ნოემბერში გაიმართება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close