მსოფლიოპოლიტიკა

მარიო დრაგი მთავარ კანდიდატად განიხილება შარლ მიშელის შემცვლელად ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე

ევროკავშირი იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს მარიო დრაგის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე მთავარ კანდიდატად განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ მედია ავრცელებს.

შარლ მიშელი ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის გამო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტიდან თავისი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე გადადგა, ამიტომ დაიწყო მოლაპარაკებები, ვინ იქნება მისი შემცვლელი ევროკავშირის ამ მაღალ თანამდებობაზე, რომელთა შორისაც იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მიიჩნევენ.

სპეციალისტების აზრით, ძნელია იმის პროგნოზირება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, რადგან ეს ევროპული არჩევნების შედეგებზეც არის დამოკიდებული.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე სავარაუდო კანდიდატებს შორის სხვა ევროპელი პრემიერ-მინისტრებიც არიან: ესპანეთის მთავრობის მეთაური პედრო სანჩესი და დანიის მთავრობის მეთაური მეტე ფრედერიკსენი. სავარაუდოდ, სხვებიც გამოჩნდებიან.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ევროპარლამენტის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. იმ შემთხვევაში, თუ მისი შემცვლელის კანდიდატზე ვერ შეთანხმდებიან, ევროპული საბჭოს თავმჯდომარის პოსტს დროებით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი დაიკავებს იქიდან გამომდინარე, რომ 2024 წლის ივლისიდან, 6 თვის განმავლობაში ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა სწორედ უნგრეთი იქნება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close