ამინდისაქართველო

მოსალოდნელი ამინდი უახლოეს დღეებში – გარემოს ეროვნული სააგენტო გვაფრთხილებს!

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში ამინდის გაუარესების  შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.

სააგენტოს ინფორმაციით, 9-11 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალ მთაში თოვლი, ზოგან – ძლიერი; ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება. ზღვაზე შესაძლებელია 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა. 10-11 იანვარს შესაძლებელია, თოვლი აღმოსავლეთ საქართველოს ბარშიც მოვიდეს.

„დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close