ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 25-31 დეკემბერი

25  და 26 დეკემბერს მთვარე ზრდის ფაზაშია, ოთხშაბათს, 27 დეკემბერს სავსემთვარეობაა, შემდეგ კი მთვარის ფაზა შემცირდება. სავსე მთვარის პერიოდი ხელსაყრელია ფართომასშტაბიანი მიღწევებისთვის და შორსმიმავალი გეგმების შესასრულებლად. ამ დღეს ასტროლოგები გვირჩევენ კონფერენციების, მნიშვნელოვანი შეხვედრებისა და პრეზენტაციების გამართვას. სავსე მთვარის დროს ნებისმიერი ინფორმაცია უფრო ლაკონიურად ვლინდება და ასევე, ასეთ დღეებში კავშირი ზეციურ სამყაროსთან ძალიან ძლიერია.

სავსე მთვარეზე ფული არ უნდა ისესხოთ და საქმეების მოგვარება არავისთან უნდა ცადოთ, სხვა დროისთვის გადადეთ.

 

ვერძი

ეს წინასაახალწლო კვირა რაიმე განსაკუთრებულ პრობლემებსა და სირთულეებს არ მოგიტანთ, ძირითადად, ყველაფერი ისე განვითარდება, როგორც დაგეგმილი გაქვთ. მნიშვნელოვანი ღონისძიებების და დიდი რაოდენობით კონტაქტის ნუ შეგეშინდებათ. ოჯახში მოულოდნელმა სტუმრებმა (შესაძლოა ერთ-ერთი ძველი ნაცნობი იყოს) თქვენს ცხოვრებაში სასიამოვნო მრავალფეროვნება შემოიტანონ, რაც სახლში ატმოსფეროს უფრო სუფთას და ნათელს გახდის. დღესასწაულისთვის ახალი ტანსაცმლის ყიდვა არ დაგაზარალებთ. ახლებურად შეხედეთ ამ უზარმაზარ და გასაოცარ სამყაროს.

სასიკეთო დღეები: 27, 29.

არასასიკეთო დღე: 30.

 

კურო

თქვენი ცხოვრება უფრო მაღალი პოზიციიდან დაინახეთ და სიყვარულითა და თანაგრძნობით იმოქმედეთ მაშინაც კი, თუ თქვენი მეგობრები და კოლეგები დამატებით პრობლემებს გიქმნიან. ვარსკვლავები ფულით აქტიურ ტრანზაქციებს გპირდებიან, საჩუქრებზე ბევრის დახარჯვა მოგიწევთ, მაგრამ სანერვიულო არაფერია, თქვენი ბიუჯეტი მალე შეივსება. თქვენს საქმიანობაში ახალი მიღწევებისა და ტექნოლოგიების გამოყენება საშუალებას მოგცემთ, მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიოთ. შექმენით კომფორტი და წესრიგი თქვენს სახლში, არ დაიზაროთ ნაძვის ხის მორთვა, თუნდაც ბოლო მომენტში. რომანტიკულ ფრონტზე სიურპრიზებს ელოდეთ, რომლებიც სასიამოვნოდ გაგაოცებთ.

სასიკეთო დღეები: 28, 31.

არასასიკეთო დღე: 26.

 

ტყუპი

ვისაც გადაუდებელი საქმეები აქვს, მათ დასრულებას ნებისმიერი ძალისხმევის ფასად ამ კვირაში უნდა ეცადოს. მაშინ, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი ახალი პროექტებით ისარგებლებთ. შემოგთავაზებენ თქვენს საოცნებო სამუშაოს და შეგიძლიათ კარიერული წინსვლის რეალური მოლოდინი გქონდეთ. ოთხშაბათი კარგი დღეა ხელმძღვანელობასთან სასაუბროდ, ამ დღეს ისინი შეიძლება უჩვეულოდ გახსნილები და უკიდურესად კონსტრუქციული აღმოჩნდნენ. კვირის ბოლოს სასიამოვნო საჩუქრებს ელოდეთ ნაძვის ხის ქვეშ თქვენი საყვარელი ადამიანისგან.

სასიკეთო დღეები: 26, 30.

არასასიკეთო დღე: 25.

 

კირჩხიბი

ამ კვირის დასაწყისში დაძაბულმა მუშაობამ შეიძლება გადაგღალოთ, მაგრამ თქვენი ფინანსური პერსპექტივები უფრო ნათელი და სასიამოვნო გახდება, რის წყალობითაც ყველა პრობლემას მოაგვარებთ. ხუთშაბათს სამუშაოს ინტენსიური რიტმი უნდა შეანელოთ და დღესასწაულისთვის მზადება დაიწყოთ, მით უმეტეს, თუ ნაძვის ხე ჯერ არ გაგილამაზებიათ და არც საჩუქრები გიყიდიათ. თქვენი პირადი ცხოვრება ძალიან მდიდარი, ნაყოფიერი და სასიამოვნო იქნება. მნიშვნელოვნად გაიზრდება თქვენი შესაძლებლობები იმისათვის, რომ კიდევ უფრო აამაღლოთ თქვენი ავტორიტეტი და გააუმჯობესოთ თქვენი ცხოვრების ხარისხი. შაბათ-კვირას, დიდი ალბათობით, სოციალურ სფეროსთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საქმეებით იქნებით დაკავებული.

სასიკეთო დღეები: 29, 31.

არასასიკეთო დღე: 28.

 

ლომი

ამ კვირაში შეეცადეთ, რომ უფრო ლმობიერი და მოქნილი იყოთ, ხოლო მონდომება და სიმკაცრე სხვა დროისთვის შემოინახეთ. ორშაბათს შეეცადეთ თავიდან აიცილოთ კონფლიქტი და გაუგებრობები. სამშაბათს, პროფესიულ ცხოვრებაში საინტერესო და პერსპექტიული შემოთავაზებები გელით. პარასკევს ყველაფერი ნელა, დაკვირვებით და მშვიდად გააკეთეთ და არსად არ იჩქაროთ, თუ გსურთ თავიდან აიცილოთ ზედმეტი დატვირთვა და ნერვიულობა. შაბათ-კვირას უმჯობესია სამოგზაუროდ წასვლა ან მეგობრების მონახულება და ახალი წლის მხიარული განწყობით შეხვედრა. დაგებედებათ!

სასიკეთო დღეები: 29, 31.

არასასიკეთო დღე: 27.

 

ქალწული

ეს კვირა შეიძლება იყოს აქტიური და ნაყოფიერი იმ პირობით, თუ რამდენიმე საქმის გაკეთებას ერთდროულად არ დაიწყებთ. მნიშვნელოვანია პრიორიტეტების განსაზღვრა. გექნებათ კარიერის გაუმჯობესების შესაძლებლობა. ფინანსურად ძალიან კარგი კვირაა, სავსებით შესაძლებელია მოულოდნელი მოგება. საერთო ჯამში, თქვენი ბიზნესი წარმატებული იქნება და შეშფოთების მიზეზი არ გექნებათ. და თუ რაიმე მოულოდნელი პრობლემა წარმოიქმნება, მეგობრები დაგეხმარებიან და სწრაფად მოაგვარებთ. შაბათს შეეცადეთ დიდი დრო არ დაკარგოთ ცარიელ საუბრებზე, მოემზადეთ დღესასწაულისთვის, იზრუნეთ საყვარელ ადამიანებზე.

სასიკეთო დღეები: 25, 28.

არასასიკეთო დღე: 26.

 

სასწორი

ამ კვირაში განსაკუთრებული გონიერება და სიფხიზლე გმართებთ პროფესიულ საქმიანობაში. ოთხშაბათს გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერა დაგეხმარებათ ბიზნესსფეროში ახალი პოზიციების დაკავებაში. ხუთშაბათს სასიხარულო ამბავს გაიგებთ ახლობელი ადამიანების შესახებ. ბევრი თქვენგანი მიდრეკილი იქნება ფიქრისკენ, ფასეულობების გადაფასებისკენ, ამავდროულად, სრულად შეძლებთ თქვენ გარშემო არსებული სიტუაციის და საკუთარი ქცევის გაკონტროლებას. კვირის ბოლოს სადმე უნდა წახვიდეთ  და ახალი წელი საინტერესო ადგილას ან ნაცნობ-მეგობრების თუ კოლეგების მრავალრიცხოვან კომპანიაში აღნიშნოთ.

სასიკეთო დღეები: 26, 31.

არასასიკეთო დღე: 29.

 

მორიელი

ხელსაყრელი კვირა მოდის თქვენი იდეებისა და გეგმების განსახორციელებლად. კარგი დროა მნიშვნელოვან ხელშეკრულებებზე შეთანხმების მისაღწევად და თანამოაზრეების მოსაძებნად.  წარმატებული იქნებით მრავალი თვალსაზრისით, მიიღებთ ძალიან მომგებიან შეთავაზებას ყოფილი ხელმძღვანელებისგან და ახალი წლიდან შესაძლოა სამუშაო ადგილს დაუბრუნდეთ, მაგრამ გაცილებით კარგ პოზიციაზე და გაცილებით უკეთესი ანაზღაურებით. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, მორიელების უმეტესობას  შეეძლება დაისვენოს და წყნარად, აუჩქარებლად მოემზადოს საახალწლოდ საყვარელ ადამიანებთან ერთად.

სასიკეთო დღეები: 29, 30.

არასასიკეთო დღე: 26.

 

მშვილდოსანი

ეს კვირა ბევრ მშვილდოსანს ახალ რომანტიკულ ურთიერთობებს ჰპირდება. ასევე ძალიან ნაყოფიერი პერიოდია სტუდენტებისა და შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებისთვის, რომელთა მიღწევები საახალწლოდ დამსახურებულად დაფასდება. რაც შეეხება ფინანსურ სფეროს, აქ სიფრთხილე გმართებთ, რათა კარგი პარტნიორი არ დაკარგოთ – ძალიან საწყენი იქნება. დიდი შანსია ბევრმა თქვენგანმა მისთვის მნიშვნელოვანი იდეის განხორციელება სწორედ საახალწლოდ დაიწყოს. შეეცადეთ, სადღესასწაულოდ საყვარელ ადამიანებზე იზრუნოთ და ნაძვის ხის ქვეშ მათთვის საინტერესო საჩუქრები დაახვედროთ.

სასიკეთო დღეები: 28, 31.

არასასიკეთო დღე: 25.

 

თხის რქა

წლის ბოლოს, ამ კვირაში თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები დაისახება. მთელი კვირის განმავლობაში კონტაქტები და შეხვედრები დიდი დროს წაგართმევთ, მაგრამ სამომავლოდ საქმეს წინ წაიგდებთ და ამჟამინდელი აქტიურობა მალე სოლიდურ შემოსავალს მოგიტანთ. უმჯობესია მეგობრებს და ნაცნობებს უარი არ უთხრათ თხოვნებზე, გამონახეთ დრო მათთვისაც. ამ წინასაახალწლო კვირაში თქვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება სულიერ და მორალურ ასპექტს. კვირას შეეცადეთ  სადღესასწაულო განწყობა შეუქმნათ საკუთარ თავს და თქვენს ახლობლებს. ბევრისთვის ეს კვირა რომანტიკული იქნება.

სასიკეთო დღეები: 27, 30.

არასასიკეთო დღე: 28.

 

მერწყული

ეს კვირა შეიძლება  მნიშვნელოვანი პერიოდი იყოს თქვენი ღირებულებითი სისტემის გადასინჯვისთვის. შესაძლოა, უნდა შეცვალოთ თქვენი სოციალური წრე და ახალი წელი ახალ კომპანიაში აღნიშნოთ. ახლა იპოვით სრულყოფილ ბალანსს სამსახურსა და სახლს შორის და უპრობლემოდ შეძლებთ, უდარდელად დაისვენოთ და გაერთოთ ახალი წლისთვის მზადებისას. შეიძლება მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანოთ თქვენს გეგმებში. ნაძვის ხის ქვეშ უჩვეულო საჩუქრების პოვნის დიდი შანსი გაქვთ. ახალი წელი კი ახალ წარმატებებს და მნიშვნელოვან შესაძლებლობებს გპირდებათ.

სასიკეთო დღეები: 28, 31.

არასასიკეთო დღე: 29.

 

თევზები

ამ კვირაში როგორც პირად ცხოვრებაში,  ისე სამსახურში თავდაჯერებული, მშვიდი და გაწონასწორებული იქნებით – ეს ნებისმიერი პრობლემის დაძლევაში დაგეხმარებათ. ნუ იტყვით უარს მეგობრების მიწვევაზე ახალი წლის აღსანიშნავად, ჯერ კიდევ გაქვთ დრო ყველაფრის მოსამზადებლად. ახალი ადამიანების და მათი ორიგინალური იდეების გაცნობა ბევრ საინტერესო და სასიამოვნო რამეს გპირდებათ. კარგი იქნება, რომ მნიშვნელოვანი საქმეები ოთხშაბათისთვის დაასრულოთ, რათა მშვიდად შეუდგეთ დღესასწაულისთვის მზადებას. ოჯახში საახალწლო სამზადისის გარდა კარგი იქნება, საკუთარ თავზეც იზრუნოთ.

სასიკეთო დღეები: 28, 29.

არასასიკეთო დღე: 31.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close