მოდა/სილამაზემსოფლიო

ფინალამდე რამდენიმე დღით ადრე „მის სამყაროს“ ორგანიზატორებმა გამოაცხადეს, რომ გაკოტრდნენ

კომპანია JKN Global Group, რომელიც სილამაზის საერთაშორისო კონკურსის „მის სამყაროს“ ორგანიზატორია, აცხადებს, რომ გაკოტრდა.

ეს განცხადება კომპანიამ დაგეგმილ ფინალამდე რამდენიმე დღით ადრე გააჟღერა. გაირკვა, რომ კომპანიამ 12-მილიონიანი ვალის დაფარვა ვერ შეძლო. ხელმძღვანელობა პირობას დებს, რომ პრობლემის მოგვარებას მიმდინარე წელს მოახერხებს.

აღნიშნული განცხადების მიუხედავად, ორგანიზატორები პირობას იძლევიან, რომ „მის სამყაროს“ ფინალური შოუ მაინც ჩატარდება. ფინალი 18 ნოემბერს სალვადორში გაიმართება, ისტორიაში პირველად, მასში მონაწილეობას ორი ტრანსგენდერი მიიღებს.

fortuna.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close