იტალიასპორტი

არეულობა ნეაპოლის ქუჩებში – რა მოხდა მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე (ვიდეო)

8 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში, „ნაპოლიმ“ დიეგო მარადონას სტადიონზე „უნიონ ბერლინს“ უმასპინძლა. შეხვედრის წინა დღეს ნეაპოლის ქუჩებში არეულობა იყო, ამის მიზეზი კი გერმანელი ფანების ქცევა გახდა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ნეაპოლში 3 ათასამდე გერმანელი გულშემატკივარი ჩავიდა და ქალაქის სხვადასხვა წერტილში მსვლელობა მოაწყო.

ქომაგები პოლიციის თანხლებით მოძრაობდნენ და ქალაქის ერთ-ერთ ისტორიულ ადგილას, კერძოდ კი „პიაცა დანტესთან“ პოლიციას დაუპირისპირდნენ. იტალიური მედიის შეფასებით, შეტაკება პარტიზანული ომის სცენარს ჰგავდა, რადგან გერმანელი ფანები სხვადასხვა წერტილებიდან მოულოდნელად ესხმოდნენ თავს პოლიციის წარმომადგენლებს.

დაპირისპირების შედეგად, სამართალდამცველებმა ათობით გერმანიის მოქალაქე დააკავეს. საგულისხმოა, რომ გვიან ღამით ე.წ. ქალაქის დასაცავად ნეაპოლის ქუჩებში „ნაპოლის“ ულტრასებიც გამოვიდნენ, თუმცა გერმანელ გულშემატკივრებთან მათი დაპირისპირება არ მომხდარა.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close