ვიდეოკინო/ფილმებისაქართველო

ქართველი ჟირაფი ჟოზე მალე ამერიკელ ბავშვებსაც დაიმეგობრებს (ვიდეო)

ქართველი ჟოზე ინგლისურად ალაპარაკდა – „ჟირაფი ჟოზეს“ ამერიკული პრემიერა შედგა.

ქართველი ბავშვების საყვარელი ანიმაციის, „ჟირაფი ჟოზეს“ პირველი ინგლისურენოვანი სერია სოციალურ მედიაპლატფორმაზე განთავსდა.

მიდის მოლაპარაკებები, რომ ჟირაფი ჟოზე ამერიკული ტელეარხების საპატიო სტუმარიც გახდეს.

ასე რომ, თბილისში „დაბადებული“ ჟირაფი ძალიან მალე ამერიკელ ბავშვებსაც დაიმეგობრებს.

ჟოზეს ავტორი გიორგი მარშანია „ჟირაფი ჟოზესთვის“ სცენარებსაც წერს და თავადვე ახმოვანებს. ცნობილია, რომ ინგლისურენოვანი სერიები საქართველოში გახმოვანდება. ჟოზეს კი ქართული ჩოხა ისევ ეცმევა, მიუხედავად იმისა, რომ უცხო ენაზე „ამეტყველდა“.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close