ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 6 – 12 ნოემბერი
მთელი კვირა, 2023 წლის 6 ნოემბრიდან 12 ნოემბრამდე, მთვარე კლების ფაზაშია (13 ნოემბერს კი ახალი მთვარე იქნება, თუმცა უკვე შემდეგ კვირაში). იმ პერიოდში, როდესაც მთვარე იკლებს, ასტროლოგები გაწმენდის რიტუალების ჩატარებას გვირჩევენ. კარგი იქნება, თუ შეძლებთ და გათავისუფლდებით მავნე ჩვევებისგან, აგრეთვე, უსიამოვნო ემოციებისგანაც. ძალიან სასარგებლოა თქვენი საცხოვრებელი სივრცის გასუფთავება ძველი ნივთებისგან, გატეხილი ავეჯისგან, ჭურჭლისგან და მსგავსი საგნებისგან. კარგი იქნება, თუ ასეთ დღეებში თქვენ სახლს, ბინას მაქსიმალურად დაასუფთავებთ.
ეს კვირა, ძირითადად, სიმშვიდითა და ერთფეროვნებით აღინიშნება. შეეცადეთ, ეს დროებითი სიმშვიდე თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ. აბა, დაფიქრდით – რატომ არ უნდა დაიწყოთ თქვენი გარეგნობისა და სულიერი სამყაროს გაუმჯობესება ახლავე?! თანაც საკმაო თავისუფალი დრო გექნებათ სპორტისთვის, წიგნის წაკითხვისთვის, სილამაზის სალონში თუ კულტურულ ღონისძიებებზე წასვლისთვის.
ვარსკვლავების ხელსაყრელი გავლენა უმეტეს თქვენგანს პოზიტიურ კვირას ჰპირდება ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში. პრობლემები, რომლებიც ამ ბოლო დროს გაწუხებთ, მოულოდნელად გადაწყდება და წარმატებას მიაღწევთ. ოთხშაბათს, თუ ცოტა მეტ ენერგიას დახარჯავთ, შეძლებთ, გამოავლინოთ თქვენი საუკეთესო თვისებები და შესაძლებლობები. ზოგადად, ამ კვირაში თქვენს პროფესიულ მოვალეობებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. შეეცადეთ, სამსახურიდან ადრე არ წახვიდეთ და პასუხისმგებლობა სხვაზე არ გადაიტანოთ. კვირის ბოლოს, დიდი ალბათობით, ძველ მეგობარს ან ნათესავს შეხვდებით, რომელიც კარგა ხანია არ გინახავთ. შეხვედრა ძალიან გაგახარებთ და დადებითი მუხტით აგავსებთ.
სასიკეთო დღეები: 6, 11.
არასასიკეთო დღე: 7.
კურო
ამ კვირის დასაწყისში შეიძლება წარმოიშვას პრობლემები, რომელთა მოგვარება მხოლოდ პირადი კავშირების, ნამდვილი და ერთგული მეგობრების დახმარებითაა შესაძლებელი. იმისათვის, რომ ცხოვრება არ გაირთულოთ, უმჯობესია ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობისას მორალისტურ ტონს მოერიდოთ – ძალიან გამაღიზიანებელია ოთხშაბათი და ხუთშაბათი ხელსაყრელია პროფესიულ სფეროში გადამწყვეტი მოქმედებებისთვის, რაც მომავალი კარიერული ზრდისთვის წინაპირობებს შეგიქმნით. კვირის ბოლოს კმაყოფილი დარჩებით ცვლილებებით: სიტუაცია შესამჩნევად დამშვიდდება და მოვლენები თქვენს სასარგებლოდ განვითარდება. ეს ეხება როგორც სამსახურს, ისე პირად ცხოვრებას.
სასიკეთო დღეები: 8, 10.
არასასიკეთო დღე: 12.
ტყუპი
ამ კვირაში წარმატება და სურვილების ასრულება გელით. თქვენი სათუთი გრძნობები გამოხმაურებას პოვებს, შემოქმედებითი გეგმები განხორციელდება და თქვენი კეთილშობილური საქმე დაფასდება. ბიზნესმენი ტყუპები, სავარაუდოდ, მომგებიან გარიგებებს დადებენ, რაც მათ ფინანსურ სტაბილურობას უზრუნველყოფს. ისიამოვნებთ სრულფასოვანი პირადი ცხოვრებით და შეძლებთ, ხარისხიანად გაატაროთ დრო მეგობრებთან და ოჯახთან ერთად. ყველა საკითხი, რომელიც კვირის განმავლობაში წამოიჭრება, მარტივად, სწრაფად და ეფექტიანად მოგვარდება, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.
სასიკეთო დღეები: 7, 9.
არასასიკეთო დღე: 11.
კირჩხიბი
მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, ამ კვირაში შესაძლოა პირად ურთიერთობებში გარკვეული სირთულეები შეგექმნათ. სიტუაცია შეიძლება გამოსწორდეს, თუ ოჯახთან ერთად მოკლე მოგზაურობას დაგეგმავთ. ეს თქვენს გონებას ზედმეტი ფიქრებისგან გაათავისუფლებს და აქტუალური საკითხების გადაჭრაში დაგეხმარებათ. უმრავლესობას სამსახურში ძალიან აქტიური მუშაობა მოგიწევთ, რათა თქვენი შემოქმედებითი იდეები ცხოვრებაში განახორციელოთ. ნაკლები ილაპარაკეთ, მეტი იმუშავეთ. შაბათ-კვირას ყველაფერი მოგვარდება და სასიამოვნო კომპანიაში კარგად დაისვენებთ.
სასიკეთო დღეები: 6, 12.
არასასიკეთო დღე: 8.
იყავით ობიექტური საკუთარი შესაძლებლობების შეფასებისას; უნდა დაგეგმოთ მხოლოდ ის, რისი გაკეთებაც ამჟამად შეგიძლიათ. შეეცადეთ, რაც შეიძლება ცოტა ისაუბროთ საკუთარ თავზე, განსაკუთრებით შემთხვევით ადამიანებთან. კარგი იქნება, თუ ამ კვირაში უფრო თავშეკავებულად მოიქცევით, ყურადღებით მოუსმენთ ირგვლივ მყოფებს და არ გამოტოვებთ საინტერესო ღონისძიებებს. აქცენტი გააკეთეთ ახალი საქმიანი კავშირების დამყარებაზე. თქვენი ფინანსური მდგომარეობა, დიდი ალბათობით, გაუმჯობესდება და დასტაბილურდება. ასევე, შესაძლებელია მიიღოთ ფულადი სარგებელი მოულოდნელი წყაროებიდან (მაგ., ეს შეიძლება იყოს ლატარიაში მოგება). ოჯახში სიმშვიდე და კეთილდღეობა გელით.
სასიკეთო დღეები: 7, 11.
არასასიკეთო დღე: 9.
ამ კვირაში აზრი არ აქვს შემოსავლის გაზრდაზე, ახალ სამუშაოზე ფიქრს. სამაგიეროდ ძალიან კარგი დროა სხვადასხვა იურიდიული და ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად, მაგრამ დაგჭირდებათ დაფიქრება და მოთმინება, რადგან შესაძლოა სიტუაცია ისე არ განვითარდეს, როგორც თქვენ ელოდით და მოულოდნელი ხარჯები გამოიწვიოს. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, ამაზე დიდად არის დამოკიდებული თქვენი წარმატება საქმეებში. ბევრ საკითხში შეგიძლიათ მიიღოთ ფასდაუდებელი დახმარება მეგობრებისგან, განსაკუთრებით ქალებისგან. მოერიდეთ მარტოობას, ხშირად იყავით საზოგადოებაში, შეიძინეთ ახალი ნაცნობები და განაახლეთ ძველი ურთიერთობები. პირად ცხოვრებაში მცირე კამათმა შეიძლება ურთიერთობა გააფუჭოს, ამიტომ ძალიან ტაქტიანი და კეთილგანწყობილი იყავით – წლობით ნაშენებ ურთიერთობას გაფრთხილება სჭირდება.
სასიკეთო დღეები: 8, 12.
არასასიკეთო დღე: 10.
სანამ კარიერულ კიბეზე გადამწყვეტ და წარმატებულ ნახტომს გააკეთებთ, კონცენტრირება გჭირდებათ. კვირის დასაწყისში შესაძლებელია წარმატებული მოლაპარაკებები, რომლებიც უფრო მაღალ ფინანსურ დონეზე დაგაყენებთ. საკუთარ წარმატებაში დარწმუნებული იქნებით და ეს ნებისმიერი პრობლემის გადალახვაში დაგეხმარებათ. პარასკევს ფხიზელი გონება უნდა შეინარჩუნოთ და ემოციების შეკავება შეძლოთ. ჯერ კარგად დაფიქრდით და ისე იმოქმედეთ. შაბათ-კვირას ყველაზე მწვავე კრიზისული სიტუაციებიც განიმუხტება და ბევრი პრობლემისგან გამოსავალი მოიძებნება. სამსახურში წარმატება კარგ გავლენას მოახდენს პირად ცხოვრებაზე, რაც დიდ სიამოვნებას მოგიტანთ.
სასიკეთო დღეები: 6, 12.
არასასიკეთო დღე: 10.
მორიელი
ეს კვირა შეიძლება საკმაოდ დატვირთული და რთული აღმოჩნდეს თქვენთვის, განსაკუთრებით პირადი ურთიერთობების მხრივ. იმისათვის, რომ ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა არ დაიძაბოს, შეეცადეთ არ გაღიზიანდეთ და სიმშვიდე არ დაკარგოთ. ასეთმა საქციელმა შეიძლება გამოიწვიოს სტრესი და უარყოფითი გავლენა მოახდინოს თქვენს პროფესიულ ცხოვრებაზე. სამსახურში გაითვალისწინეთ, რას ამბობენ თქვენი ხელმძღვანელები და ამ დროისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან თავი შეიკავეთ. შაბათ- კვირას იზრუნეთ საკუთარ თავზე, კარგად დაისვენეთ და მომავალი კვირიდან უფრო აქტიური ცხოვრებისთვის მოემზადეთ.
სასიკეთო დღეები: 9, 11.
არასასიკეთო დღე: 6.
მშვილდოსანი
პოზიტიური კვირა გელით. თავისუფალი დრო მეგობრების, ნათესავების გარემოცვაში გაატარეთ ან საყვარელი საქმიანობით დაკავდით; გამოიჩინეთ მოქნილობა და ტაქტი, მაშინ სრული ჰარმონია იქნება თქვენს საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში. ფინანსების მხრივ, მოსალოდნელია გარკვეული შემოსავალი, შესაძლოა წინა ინვესტიციებიდან ან გაყიდვებიდან. პროფესიულ სფეროს რაც შეეხება, სამუშაოს შეცვლაზე ფიქრს ჯერჯერობით თავი დაანებეთ და ამჟამინდელი მოვალეობების შესრულებას დაუთმეთ მთელი ყურადღება. ამ კვირაში კოლეგებთან უფრო მჭიდრო კონტაქტების დამყარებაზე იზრუნეთ, გუნდურად და შეთანხმებულად უფრო ნაყოფიერად იმუშავებთ. კვირის ბოლოს საინტერესო სიახლეები გელოდებათ.
სასიკეთო დღეები: 7, 12.
არასასიკეთო დღე: 11.
ამ კვირაში ბევრი თქვენგანი დაკავებული იქნება პროფესიულ ზრდასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტით. ამ პერიოდში მოერიდეთ ნებისმიერ კონფლიქტს ირგვლივ მყოფებთან, პირიქით, შეეცადეთ, ყველა უთანხმოება მოაგვაროთ და კომუნიკაციის პრობლემაც აღმოფხვრათ. სამსახურში მეტი ინიციატივა და დიდი ძალისხმევა გჭირდებათ სასურველი შედეგის მისაღწევად. ეს კვირა არ არის ხელსაყრელი დრო ბიზნესმენებისთვის, ყურადღებით განიხილეთ ყველაფერი მანამ, სანამ ახალ პროექტში ჩადებთ ინვესტიციას. აჩქარება სასიკეთო შედეგს არ მოგიტანთ. შაბათ-კვირას გაახარეთ თქვენი საყვარელი ადამიანები ერთად მოგზაურობით. ეს თქვენც დადებითი ენერგიით აგავსებთ.
სასიკეთო დღეები: 11, 12.
არასასიკეთო დღე: 6.
ეს კვირა კარგი პერიოდია ოჯახური პრობლემების მოსაგვარებლად. თქვენი ოჯახის ზოგიერთ წევრს შესაძლოა თქვენი დახმარება დასჭირდეს, ამიტომ მოემზადეთ, რათა საჭირო დრო და ყურადღება დაუთმოთ. შეეცადეთ, უყურადღებოდ არც პროფესიული საქმიანობა დაგრჩეთ, რადგან სამსახურში კარგი შესაძლებლობა გექნებათ თქვენი პოტენციალის გამოსავლენად, რის შედეგადაც ხელმძღვანელების მაქსიმალურ შეფასებას დაიმსახურებთ. ეს გრძელვადიან პერსპექტივაში, თქვენი კარიერული ზრდისთვის ძალიან სასარგებლო იქნება. დაელოდეთ პოზიტიურ ცვლილებებს ფინანსურ სფეროში, მაგრამ ხარჯებს მოერიდეთ. შეეცადეთ შაბათ-კვირა მეგობრების გარემოცვაში გაატაროთ და კარგად დაისვენოთ.
სასიკეთო დღეები: 7, 11.
არასასიკეთო დღე: 8.
ამ კვირაში ბევრი პრობლემის გადალახვა შეგიძლიათ, თუ ძალისხმევას არ დაიშურებთ. თუ სამუშაოს შეცვლა გადაწყვიტეთ, მაშინ თქვენი გეგმების განხორციელება დაიწყეთ, განსაკუთრებით თუ საინტერესო წინადადებები შემოგთავაზეს. კარგი დროა საკუთარი ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. არსებობს დაწინაურების შანსი. დროა მეწარმეებმა თავიანთი ბიზნესის გაფართოებაზე იზრუნონ და ამისთვის ახალი შესაძლებლობები გამოიკვლიონ. კვირის ბოლოს განსაკუთრებით იზრუნეთ სახლში სიმშვიდისა და ჰარმონიის შესანარჩუნებლად. შაბათს უარი არ თქვათ მეგობრების მიპატიჟებაზე – მხიარულ გარემოში დაუვიწყარ დროს გაატარებთ, რაც ასე აუცილებელია განსაკუთრებით ზამთრის ცივი დღეების დადგომამდე.
სასიკეთო დღეები: 10, 12.
არასასიკეთო დღე: 8.
თამთა გურული
ასევე, დაგაინტერესებთ: ჰოროსკოპი: ბედნიერი ცხოვრების გასაღები ზოდიაქოს ნიშნებისთვის
ჰოროსკოპი: ბედნიერი ცხოვრების გასაღები ზოდიაქოს ნიშნებისთვის
კომენტარები