ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 16 – 22 ოქტომბერი

2023 წლის 16 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით მზარდი მთვარის პერიოდია. ეს კვირა ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის ხელსაყრელია – იზრდება სიცოცხლისუნარიანობა და ენერგია, უმჯობესდება ფინანსური მდგომარეობა, მოსალოდნელია ბევრი საინტერესო და სასიხარულო მოვლენა. ეს 7 დღე განსაკუთრებით კარგია ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის. დაავადების მკურნალობა და პრევენცია სწრაფ და მნიშვნელოვან შედეგებს იძლევა. სხეული რეაგირებს ნებისმიერ ვარჯიშზე, კოსმეტიკური პროცედურების შემდეგ კანი და თმა მნიშვნელოვნად უმჯობესდება. გარდა ამისა, ეს კვირა შესანიშნავ პერსპექტივებს გაუხსნის შემოქმედებით საქმიანობას.

ვერძი

ამ კვირაში შეიძლება პროფესიული ცოდნის შევსება დაგჭირდეთ, რათა უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავარდეთ გარკვეულ საკითხებში საკუთარი არაკომპეტენტურობის გამო. ლიდერის პოზიციის მოსაპოვებლად საჭიროა იყოთ მომთმენი და ემოციებს არ აჰყვეთ. ნუ შეგეშინდებათ ინოვაციური აზროვნებისა, თქვენმა ორიგინალურმა იდეებმა შეიძლება გზა გაგიხსნათ დიდი წარმატებისკენ ცხოვრების ყველა სფეროში. თუ რაიმე მნიშვნელოვანი საქმის დაწყება გსურთ, აუცილებლად დაიწყეთ! თქვენს მეგობარს ან პარტნიორს ალბათ თქვენი დახმარება დასჭირდება, შეეცადეთ, გვერდში დაუდგეთ. შაბათ-კვირა სახლში გაატარეთ და კარგად დაისვენეთ, გამოიძინეთ.

სასიკეთო დღეები: 16, 22.

არასასიკეთო დღე: 20.

კურო

ამ კვირის დასაწყისში სასურველია არ გარისკოთ, მაგრამ კვირის სხვა დღეებში შესაძლოა რისკმა გაამართლოს და წარმატება მოგიტანოთ. შეეცადეთ, არ იღელვოთ თქვენს ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებთან დაკავშირებით. ეს კვირა სავსეა საინტერესო ღონისძიებებითა და შეხვედრებით. ამ პერიოდში ცხოვრების მშვენიერებას წვრილმანებშიც კი დაინახავთ და ბედნიერებას თქვენს ახლო წრეში იპოვით. სასურველია ღია დაპირისპირება და კონფლიქტური სიტუაციები თავიდან აიცილოთ. შეეცადეთ, სერიოზულად მოეკიდოთ თქვენს ახალ იდეებს – ეს არის თქვენი მიღწევების გასაღები.

სასიკეთო დღეები: 18, 21.

არასასიკეთო დღე: 22.

ტყუპი

ამ კვირაში შესაძლებლობა გექნებათ, რაც შეიძლება წარმატებით განახორციელოთ თქვენი ჩანაფიქრი. სამსახურში სიტუაცია მნიშვნელოვნად გამოსწორდება და მოსალოდნელია ხელფასის ზრდა. თქვენი კომუნიკაბელურობა და გაწონასწორებულობა თქვენს პოპულარობას შეუწყობს ხელს და სხვებთან შედარებით გარკვეული უპირატესობა გექნებათ. ამავე დროს, მზად იქნებით დახმარების ხელი გაუწოდოთ მათ, ვისაც ეს სჭირდება. მთელი კვირა უნიკალური შთაბეჭდილებებითა და საოცარი მოვლენებით იქნება სავსე. ყურადღების ცენტრში იქნება რომანტიკული ურთიერთობები. ამ კვირაში შეგიძლიათ სცადოთ, შეცვალოთ ის, რაც არ მოგწონთ თქვენს ცხოვრებაში. კვირის ბოლოს მოსალოდნელია მოკლე მანძილზე მოგზაურობები.

სასიკეთო დღეები: 19, 21.

არასასიკეთო დღე: 18.

კირჩხიბი

მიუხედავად საქმეების დიდი რაოდენობისა, ეს კვირა არ იქნება ძალიან დაძაბული, შეძლებთ, ყველა საქმე სწრაფად მოაგვაროთ. შეეცადეთ, საკუთარ თავთან ჰარმონიას და სრულ სიმშვიდეს მიაღწიოთ. სასურველია გადადოთ სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება პირად ცხოვრებაში, განსაკუთრებით კვირის პირველ ნახევარში. ყურადღებით იყავით, მხედველობიდან არ გამოგრჩეთ თუნდაც წვრილმანი საკითხები. შეეცადეთ, მოთმინებით აღიჭურვოთ და კამათს თავი აარიდოთ. შაბათ-კვირას ნუ გაგიტაცებთ ოცნებები და ზედმეტად ექსტრავაგანტული იდეები. თუ შესაძლებელია, კვირის ბოლოს ნაცნობ გარემოში დაისვენეთ.

სასიკეთო დღეები: 17, 20.

არასასიკეთო დღე: 19.

ლომი

ამ კვირაში ვარსკვლავები თქვენს ცხოვრებას პოზიტიურობასა და სიხარულს შემატებენ. საშუალება გექნებათ, ისეთი პრობლემები მოაგვაროთ, რომლებსაც რამდენჯერმე თავი აარიდეთ. შეეცადეთ, მშვიდად გაიაზროთ სიტუაცია, რომელშიც აღმოჩნდებით და აუღელვებლად იმოქმედოთ, შესაძლებელია მიზნამდე წარმატებით მიხვიდეთ და სურვილი აისრულოთ. სამშაბათს სასურველია სიფრთხილე გამოიჩინოთ როგორც საუბრისას, ისე მოქმედებებში. სამსახურში იყავით ნეიტრალური მაშინაც კი, თუ თქვენ გარშემო კონფლიქტია და აზრს გეკითხებიან, ახლა დაგჭირდებათ დიპლომატიის ნიჭი. შაბათს მიეცით საკუთარ თავს სრული დასვენების უფლება, ყოველდღიური საქმეები დროებით მოიცდიან.

სასიკეთო დღეები: 18, 22.

არასასიკეთო დღე: 16.

ქალწული

ამ კვირაში ბევრი ახალი რამ შეიძლება გაიგოთ კოლეგებისა და მეგობრებისგან. წარმატებები გელით ბიზნესში, უნდა იფიქროთ დამატებით სამუშაოზე, რომელიც თქვენს ფინანსურ შესაძლებლობებს გააფართოებს, მაგრამ შეეცადეთ, საკუთარ თავზე ბევრი არ ილაპარაკოთ – მნიშვნელობა არ აქვს, ვის ესაუბრებით. თქვენი მოთმინება და გამძლეობა დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ ნებისმიერ სირთულეს, რომელიც არ არის გამორიცხული, რომ ვარსკვლავების გავლენის გამო შეიქმნას. ხუთშაბათს ფრთხილად იყავით ნებისმიერი კონტრაქტის გაფორმებისას, სავარაუდოა, რომ პროცესი თქვენ სასარგებლოდ არ განვითარდება. შაბათ-კვირას ისიამოვნეთ სიმშვიდითა და კომფორტით.

სასიკეთო დღეები: 21, 22.

არასასიკეთო დღე: 17.

სასწორი

ამ კვირაში შეძლებთ წინააღმდეგობა გაუწიოთ უარყოფით ცვლილებებს პირად ცხოვრებაში და შეინარჩუნოთ არსებული ბალანსი. იგივე ითქმის ფინანსურ სექტორზეც, სადაც, გარკვეული საგანგაშო ტენდენციების მიუხედავად, თქვენი ინტელექტის წყალობით, საკმაოდ მარტივად შეგიძლიათ წარმატებას მიაღწიოთ. მთავარია კარგად დაფიქრდეთ, დაისახოთ მიზანი და იმოქმედოთ. ზოდიაქოს ამ ნიშნის ზოგიერთი წარმომადგენელი ძველ პრობლემებს გაუმკლავდება და უფრო პოზიტიურ ურთიერთობას დაამყარებს გარშემო მყოფებთან. მარტოხელა სასწორებს ყველანაირი შანსი აქვთ, დიდი სიყვარული იპოვონ ან ოჯახი შექმნან. შაბათ-კვირას შეეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ ბავშვებთან.

სასიკეთო დღეები: 20, 21.

არასასიკეთო დღე: 18.

მორიელი

ამ კვირაში შეძლებთ, რეალისტურად შეაფასოთ წარმოქმნილი სიტუაციების სირთულე და გონივრულად და წინდახედულად იმოქმედოთ, მაგრამ საჭიროა, რომ უფრო დამთმობი იყოთ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იკამათოთ და დაიცვათ „თქვენი ერთადერთი ჭეშმარიტი“ პრინციპული პოზიცია. თქვენი ინტუიცია და ინსტინქტები სწორ გზაზე დაგაყენებთ და ზედმეტი სტრესისგან გიხსნით. უთხარით „დიახ“ საყვარელ ადამიანს და თქვენი ცხოვრება უფრო ადვილი და ხალისიანი გახდება. სამსახურში მნიშვნელოვანია კონსტრუქციული შეთანხმების მიღწევა, ძალების რაციონალურად გადანაწილება. კვირის ბოლოს სასიამოვნო სიურპრიზს ელოდეთ კოლეგებისგან.

სასიკეთო დღეები: 16, 21.

არასასიკეთო დღე: 20.

მშვილდოსანი

ამ კვირის პირველმა ნახევარმა შესაძლოა გარკვეული იმედგაცრუება მოგიტანოთ, მაგრამ მალე წარმატების გემოს იგრძნობთ. განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილოთ სამუშაო საკითხებზე. დატვირთეთ საკუთარი თავი გასაკეთებელი საქმეებით და ახალი ამოცანები დაისახეთ. ნელა, მაგრამ აუცილებლად წახვალთ წინ და დასახულ მიზანს მიაღწევთ. შაბათს სიტუაცია თქვენგან წინდახედულობასა და თავშეკავებას მოითხოვს, ეს თვისებები დაგეხმარებათ სასურველი შედეგის მიღწევაში. მეგობრებისა და ნათესავების დახმარებაზე უარს ნუ იტყვით. კვირას მოგიწევთ, დაკავდეთ საყოფაცხოვრებო შესყიდვებით ან ბინის დასუფთავებით.

სასიკეთო დღეები: 17, 19.

არასასიკეთო დღე: 21.

თხის რქა

ამ კვირაში შეეცდებით, მიაღწიოთ იმას, რაზეც ყოველთვის ოცნებობდით, რადგან საკუთარი თავის დამტკიცების სურვილი და ამბიციები უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე ოდესმე. ამ პერიოდში თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გონიერება და გამძლეობაა. მაშინაც კი, თუ ვინმე გაკრიტიკებთ, შეეცადეთ, მშვიდად აუხსნათ თქვენი პოზიცია. არ უნდა გასცეთ დაპირებები, რომელთა შესრულება დაძაბულობასა და სირთულეებთან იქნება დაკავშირებული. უმჯობესია, ახალი კავშირებისა და კონტაქტების დამყარებაზე იმუშაოთ. თავად იმოქმედეთ, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში უნდა დაეყრდნოთ სხვების რჩევას. შეეცადეთ, შაბათ-კვირა მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 18, 22.

არასასიკეთო დღე: 19.

მერწყული

ამ კვირაში სამსახურში დაფასდება თქვენი ინტელექტი, გამოცდილება და შრომისმოყვარეობა. მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას, რომლის წყალობითაც ნებისმიერი სიტუაციიდან შეგიძლიათ გამოსავალი იპოვოთ. დამოუკიდებლად მიიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები თქვენს მომავალთან დაკავშირებით. ტრადიციულის გარდა, შეიძლება შემოსავლის სხვა წყაროები გამოგიჩნდეთ. ეს პერიოდი კარგია შემოქმედებითი ექსპერიმენტებისა და კოლეგებთან, მეზობლებთან და ნათესავებთან მეგობრული კომუნიკაციისთვის. პირად ცხოვრებაში დადგა დრო, ღიად გამოხატოთ თქვენი აზრი და სურვილები. ოჯახი გაგაბედნიერებთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს.

სასიკეთო დღეები: 16, 19.

არასასიკეთო დღე: 22.

თევზები

ვარსკვლავების გავლენის გამო, ამ კვირაში მოსალოდნელია გაუგებრობები როგორც პირად, ისე პროფესიულ სფეროში, მაგრამ თქვენი საღი აზროვნება და ინტუიცია დაგეხმარებათ, გამოსავალი ნებისმიერი სიტუაციიდან იპოვოთ. ამ პერიოდში ზოგიერთმა მოვლენამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს თქვენს ინტერესებზე და შეცვალოს კიდეც ისინი. გარშემო მყოფები მოისმენენ თქვენს აზრს, ხელიდან არ გაუშვათ შესაძლებლობა, გავლენა მოახდინოთ სიტუაციაზე, მაგრამ ზედმეტი არაფერი თქვათ, რადგან არაკეთილსინდისიერი ადამიანების შურმა შეიძლება სერიოზული ზიანი მოგაყენოთ. თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი დღე ამ კვირაში პარასკევი იქნება. შაბათ-კვირას საყვარელი ადამიანი გაგახარებთ.

სასიკეთო დღეები: 20, 22.

არასასიკეთო დღე: 18.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close