კრიშტიანუ რონალდუს ირანი 99 როზგით ემუქრება – რას ედავებიან ლეგენდარულ ფეხბურთელს (ვიდეო)
საუდის არაბეთის საფეხბურთო კლუბ „ალ-ნასრის“ ფორვარდს, კრიშტიანუ რონალდუს ირანის კანონმდებლობის დარღვევისთვის შესაძლოა 99 როზგი მიესაჯოს.
ფეხბურთის პორტუგალიელი ვარსკვლავი ირანში აზიის ჩემპიონთა ლიგის მატჩში მონაწილეობისთვის ჩავიდა.
19 სექტემბერს გამართული მატჩის წინ ოქროს ბურთის 5-გზის მფლობელი ფორვარდი ადგილობრივ მხატვარს ფატიმა ჰამიმს შეხვდა, რომელსაც თავისი დახატული კრიშტიანუს პორტრეტები ფეხბურთელისთვის უნდოდა ეჩუქებინა. როგორც აღმოჩნდა, 85%-ით პარალიზებული ირანელი მხატვარი ქალი რონალდუს უდიდესი გულშემატკივარია.
კრიშტიანუმ ფატიმა ჰამიმს 7-ნომრიანი საფეხბურთო მაისური აჩუქა თავისი ავტოგრაფით, შემდეგ კი მასთან ჩახუტებულმა ფოტოც გადაიღო და მადლიერების ნიშნად თავზე აკოცა.
ჰამიმმა რონალდუსთან შეხვედრის ამსახველი ვიდეო ინსტაგრამზე გამოაქვეყნა და დაწერა: „ჩემი შეხვედრა კრიშტიანუ რონალდუსთან. მადლობა ღმერთს ახდენილი ოცნებისთვის“.
Cristiano Ronaldo, portresini çizen İranlı ressam Fatemeh Hamami’ye sarıldığı için İran’da 99 kırbaç cezasıyla yargılanıyor.
🔸İran’da, bekar bir kadına dokunmanın cezası zina ile eşdeğer ve 99 kırbaç gerektiriyor.
🔸Ronaldo, özür dilerse affedilecek.
— Trivela Sports (@trivelasports_) October 13, 2023
სწორედ ამ „უკადრის საქციელს“ მოჰყვა ირანელი ადვოკატების აღშფოთება.
ირანის კანონმდებლობით, თუ კაცი ქალის ქმარი არ არის, მასთან ჩახუტება მრუშობის ტოლფასია, .
ირანული მედიის, Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ქვეყანაში ადვოკატთა დიდმა ნაწილმა „ალ-ნასრის“ ვარსკვლავის წინააღმდეგ „მრუშობის ბრალდებით“ სასამართლოში საჩივარი შეიტანა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში რონალდუს 99 როზგი ემუქრება.
Berliner Zeitung-ის ცნობით, რონალდუსთვის ბრალი ოფიციალურად არ წარუდგენიათ, თუმცა ეს შესაძლოა მაშინ მოხდეს, როცა „ალ-ნასრის“ პორტუგალიელი ფორვარდი ისევ ჩავა ირანში.
რონალდუ საუდის არაბეთის ს„ალ-ნასრის“ რიგებს 2023 წლის 2 იანვარს შეუერთდა. კლუბთან გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, იგი წელიწადში 200 მილიონ ევროს მიიღებს.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები