პოლიტიკაnewsსაქართველო

ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი საქართველოში ჩამოვიდა

ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი რობინ დანიგენი (Robin Dunnigan) საქართველოში ჩამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საელჩო ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.

„აშშ-ის საელჩო სიხარულით მიესალმება ელჩი რობინ დანიგენის ჩამოსვლას საქართველოში”, – წერს საელჩო და ფოტოებსაც აქვეყნებს.

რობინ დანიგენმა კელი დეგნანი შეცვალა, რომელიც საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შესასრულებლად საქართველოში 2020 წლის 29 იანვარს ჩამოვიდა.

კარიერული დიპლომატი რობინ დანიგანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში 1992 წლიდან მუშაობს. საქართველოში ელჩად დანიშვნამდე იგი ევროპისა და ევრაზიის ბიუროში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე იყო.

მანამდე, 2018-2021 წლებში რობინ დანიგენი ავსტრიაში, ვენაში საქმეთა დროებითი რწმუნებული და აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა. 2014-2017 წლებში წლებში კი – სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგეტიკული რესურსების ბიუროს მდივნის მოადგილედ.

დანიგენი ასევე მუშაობდა აშშ-ის საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და სალვადორში და სხვ.

რობინ დანიგანი კალიფორნიაში დაიბადა. მან წარმატებით დაამთავრა ეროვნული სამხედრო კოლეჯი, სადაც მაგისტრის ხარისხი მიიღო. აგრეთვე, მაგისტრის ხარისხი მიიღო ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში, ხოლო ბაკალავრის ხარისხი – კალიფორნიის უნივერსიტეტში, ბერკლიში. ფლობს ესპანურ ენას და, აგრეთვე, იცის ცოტა გერმანული, თურქული და ვიეტნამური.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close