როგორი ამინდი იქნება ხვალ და ზეგ, 5-6 ოქტომბერს საქართველოში? – სინოპტიკოსების მოკლევადიანი პროგნოზი
5-6 ოქტომბერს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, 5-6 ოქტომბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი ქ. თბილისში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი იქნება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 5-6 ოქტომბერს ნალექს ასევე არ ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსია მოსალოდნელი.
უნალექო ამინდი იქნება 5-6 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი). ჰაერი დღისით +23, +25 გრადუსამდე გათბება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) 5-6 ოქტომბერს სინოპტიკოსები ნალექს არ ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსს მიაღწევს.
5-6 ოქტომბერს ნალექი არც დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) მოვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) 5-6 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსია მოსალოდნელი.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) 5-6 ოქტომბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) 5-6 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერი დღისით +19, +21 გრადუსამდე გათბება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) 5-6 ოქტომბერს ნალექს ასევე არ ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.
კომენტარები