მსოფლიოკრიმინალი

აშშ: არეულობა ფილადელფიაში – ქალაქის ცენტრში ასობით მაღაზია გაძარცვეს (ვიდეო)

ნიუ-იორკის, ლოს-ანჯელესის და სან-ფრანცისკოს შემდეგ  ფილადელფიის ჯერი დადგა – სადაც ათასობით ახალგაზრდა ადამიანმა ქალაქის ცენტრში ასობით მაღაზია გაძარცვა, სანამ პოლიცია არ ჩაერია და რამდენიმე მათგანი არ დააპატიმრა (თუმცა შემდეგ, სავარაუდოდ, ეს ადამიანები გაუშვეს).

ფილადელფია, დეტროიტთან ერთად ყოველთვის იყო რთული ქალაქი კრიმინალის მხრივ, მაგრამ რაც მოხდა, მასობრივ არეულობას უფრო ჰგავდა.

„ეფლის“ მაღაზიაზე იერიში ახალგაზრდებმა 27 სექტემბერს, დაახლოებით საღამოს 8 საათზე მიიტანეს. პოლიციამ გაქცეულების დევნა დაიწყო. პოლიციის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ დევნის შედეგად ნაპოვნია ჩანთებიდან გადმოცვენილი iPhone-ები და დიდი რაოდენობით iPad-ი.

100-ზე მეტი ადამიანი, სავარაუდოდ, მოზარდები, Lululemon-ის მაღაზიას შეესივნენ და გაძარცვეს. ამის შესახებ ტელეარხმა NBC10 Philadelphia-მ გაავრცელა ინფორმაცია პოლიციის ოფიცერზე დაყრდნობით.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, ნიღბიანი ადამიანები როგორ გამორბიან Lululemon-იდან. პოლიციელებმა რამდენიმე მათგანი დააკავეს და ტროტუარზე გამოიყვანეს.

ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, მაღაზიების ძარცვა მშვიდობანი საპროტესტო აქციების დასრულებისთანავე დაიწყო. საპროტესტო აქცია გაიმართა იმის გამო, რომ ფილადელფიის მუნიციპალურმა მოსამართლემ ვენდი პიუმ გასულ სამშაბათს, 26 სექტემბერს ყველა ბრალდება მოუხსნა ფილადელფიის პოლიციის ოფიცერს მარკ დაიალს, რომელმაც 14 აგვისტოს 27 წლის ედი ირიზარი (Eddie Irizarry) მოკლა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით. პოლიციელის დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ იგი თავდაცვის მიზნით მოქმედებდა. თავიდან პოლიციელები ამბობდნენ, რომ 27 წლის ახალგაზრდა მანქანიდან გადმოვიდა და მათ დანით დაესხა თავს. დაზარალებულის ოჯახის ადვოკატებმა მოიპოვეს ინციდენტის ვიდეოჩანაწერი, რათა პოლიციის ვერსია გაებათილებინათ.

ედი ირიზარი

მოკლული ახალგაზრდა კაცის ოჯახი ითხოვს, რომ პოლიციელს სათანადო სასჯელი მიუსაჯონ სასტიკი მკვლელობის გამო.

ქალაქის პოლიციის კომისარმა განაცხადა, რომ, მისი აზრით, შეიარაღებულ ადამიანებს არ აქვთ პირდაპირი კავშირი მშვიდობიან პროტესტთან და, უბრალოდ, შექმნილი შესაძლებლობით ისარგებლეს.

პოლიციამ 27 წლის ედი ირიზარი საავტომობილო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დააკავა. გამოქვეყნებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ოფიცერმა მარკ დაიალმა მძღოლის მიმართულებით სროლა მისი ავტომანქანის გაჩერებიდან 5 წამში დაიწყო. ახალგაზრდა კაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close