ქართველები უცხოეთშიკრიმინალი

გერმანიაში ქართველ წყვილს თავს დაესხნენ და სექსუალურად იძალადეს – პროკურატურამ ბრალი წაუყენა სამ პირს

პროკურატურამ ბრალი წაუყენა ბერლინის გიორლიცის პარკში ქართველი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებულ სამ პირს. მათ ადრე გერმანიაში თავშესაფრის მინიჭებაზე უარი ჰქონდათ ნათქვამი და არალეგალურად იმყოფებოდნენ ქვეყანაში.

როგორც გამოცემა Tagesspiegel-ი წერს, ბრალდებული მამაკაცები გერმანიის პოლიციისთვის ნარკორეალიზატორებად არიან ცნობილი და ადრეც აქვთ ჩადენილი დანაშაულები. ქართველ ქალთან დაკავშირებულ ინციდენტში ისინი ბრალდებული არიან ჯგუფურ გაუპატიურებაში, სხეულის მძიმე დაზიანებასა და ძარცვაში.

გამოცემის თანახმად, ქართველი წყვილი, 27 წლის თ. და მისი ქმარი, რამდენიმე თვეა ორ შვილთან ერთად ცხოვრობს ბერლინში. Tagesspiegel-ი, რომელიც საქმეს გაეცნო, იტყობინება, რომ მათ ივლისის ერთ დღეს გიორლიცის პარკში მარიხუანის ყიდვა სურდათ, მაგრამ იყიდეს კოკაინი, პარკის სკამზე მოიხმარეს ის, შემდეგ კი პარკის სიღრმეში, მოფარებულ ადგილას სექსი ჰქონდათ.

მოწმეთა მონათხრობის თანახმად, ამის შემდეგ მათ რამდენიმე მამაკაცი მიუახლოვდა და თვალთვალი დაუწყო. მამკაცებმა ქმარი ჯოხებითა და მუშტებით სცემეს, სცემეს ქალიც და შემდეგ ის გააუპატიურეს. მოგვიანებით ქალმა გაქცევა მოახერხა.

გამოძიების თანახმად, სავარაუდო მთავარი დამნაშავე არის 21 წლის ოსმან ბ. სომალიდან. ის სპერმის კვალის მეშვეობით ამოიცნეს. მისი ორი თანამზრახველი გვინეიდანაა: 22 წლის ბუბარკარ ბ. და, ასევე, 22 წლის მოუნტაგა დ.

ადვოკატმა მირკო როდერმა, რომელიც ბუბარკარ ბ.-ს ინტერესებს წარმოადგენს, განაცხადა, რომ სასამართლო უნდა ეცადოს, პროცესი „არ დაიტვირთოს“ დისკუსიით გერმანიაში მიგრაციისა და თავშესაფრის თემის შესახებ.

როგორც გამოცემა შენიშნავს, პროცესი, სავარაუდოდ, დიდ ძალისხმევას მოითხოვს. პროკურატურამ სავარაუდო მოწმეებად დაასახელა 47 ადამიანი.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close