ჩვენი ფავორიტისპორტი

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულია. ქართველმა მოჭადრაკეებმა ფინალურ შეხვედრაში, ორივე მატჩში დაამარცხეს ყაზახი მეტოქეები და დამაჯერებლად მოიპოვეს ჩემპიონობა.

მანამდე ჩვენმა გუნდმა მეოთხედფინალში ჩინეთის ნაკრები დაამარცხა, ნახევარფინალში კი ამერიკის შეერთებული შტატებსის ნაკრებს მოუგო.

საქართველოს ნაკრებმა პირველივე ტურში 2022 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული უკრაინის ნაკრები დაამარცხა.

ქალ მოჭადრაკეთა შორის მსოფლიოს გუნდური პირველობა პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩში გაიმართა 6-11 სექტემბერს.

საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა:

ბელა ხოტენაშვილი (2423)

მერი არაბიძე (2349)

ნინო ბაციაშვილი (2366)

ლელა ჯავახიშვილი (2342)

სალომე მელია (2267)

გუნდის კაპიტანი – დავით ჯოჯუა.

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ზუსტად ამ შემადგენლობით მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე 2015 წელსაც გაიმარჯვა.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close