ზოდიაქოს ამ 4 ნიშნისთვის იღბლიანი პერიოდი იწყება – 24-31 ივლისი
ასტროლოგები ასახელებენ ზოდიაქოს იმ ნიშნებს, რომლებისთვისაც ივლისის ბოლომდე სამყარო იღბლიან პერიოდს ქმნის და კიდევ ერთ შანსს აძლევს.
უახლოესი პერიოდი კირჩხიბებისათვის შესაძლოა, ემოციურად ძალიან დატვირთული იყო და, აღმასვლასთან ერთად, ბევრი წარუმატებლობა და უიღბლობაც ჰქონდათ, თუმცა, ასტროლოგების თქმით, ივლისის ბოლომდე ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს შანსი აქვთ, რომ დაგეგმილ საქმეში მნიშვნელოვან პროგრესს და წინსვლას, აღიარებას მიაღწიონ და დამსახურებული მადლობა, შექება, ან წახალისება მიიღონ. ამიტომ ნუ შეგეშინდებათ ახალი, თამამი იდეებისა. იყავით თავდაჯერებული და წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ. გარდა ამისა, ასტროლოგების თქმით, ეს თვე, გარკვეულწილად, თქვენთვის გამოფხიზლებისა და ღირებულებების გადაფასების პერიოდი იქნება. საბოლოოდ აღმოაჩენთ ირგვლივ მყოფების ნამდვილ განზრახვებსა და სურვილებს და მიხვდებით, ვინ უნდა დატოვოთ თქვენს ცხოვრებაში და ვისთან ურთიერთობაზე უნდა თქვათ უარი.
ეს თვე შესაძლოა, ვერძებისთვისაც რთული იყო, ემოციურ არასტაბილურობას გრძნობდნენ და ხანდახან ეჩვენებოდათ, რომ მიუხედავად უამრავი ახლობლისა და მეგობრისა, ამ სამყაროში სულ მარტო არიან. რთული დღეები პოზიტიური ემოციებით შეიცვლება და ივლისის ბოლოსკენ შეძლებთ, სტრესისაგან გათავისუფლდეთ და ძალები აღიდგინოთ. გარდა ამისა, შესაძლოა, შეიტყოთ სასიამოვნო სიახლე, რომელიც მოტივაციას მოგცემთ და გაგაბედნიერებთ. ეს შეიძლება სამსახურში დაწინაურებას, ხელფასის ცვლილებას, პირად ურთიერთობებში პრობლემების მოგვარებას, დაწყებული საქმისაგან სარგებლის მიღებას ეხებოდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ახლა სამყარო თქვენ გვერდითაა და დაგეხმარებათ.
ივლისის ბოლო სასწორის ნიშნის წარმომადგენლებისათვის განსაკუთრებით სასარგებლო და პროდუქტიული იქნება. ძალიან დიდ მოტივაციას იგრძნობთ და ცვლილებების შეუჩერებელი სურვილი გაგიჩნდებათ, რაც სასურველ შედეგამდე აუცილებლად მიგიყვანთ. მონდომება შეუმჩნეველი არ დარჩება და შესაძლოა, სრულიად დამსახურებული ჯილდო, წახალისება, ბონუსები მიიღოთ. ეს აქტიური პერიოდი არ გამოტოვოთ. თუ დიდი ხანია, რაიმე მნიშვნელოვანს გეგმავთ და აქამდე ენერგია, შემართება არ გყოფნიდათ, გეზარებოდათ, ან ვერ ბედავდით, ახლა დაიწყეთ. სამყარო სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ.
ქალწულის ნიშნის წარმომადგენლებს ივლისის ბოლო რომანტიკულ თავგადასავალსა და უამრავ დადებით ემოციას უმზადებს. შესაძლოა, სრულიად მოულოდნელად შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისაკენ შეცვლის, ან კიდევ უკვე არსებული ურთიერთობა სხვა ეტაპზე გადაიყვანოთ. მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმის ნუ შეგეშინდებათ, მიეცით საკუთარ თავს სიყვარულის უფლება და სასიამოვნო თავგადასავალი შექმენით.
primetime.ge
კომენტარები