არტისტისაზოგადოება

ალენ დელონის შვილები მამის მომ­ვლე­ლ ქა­ლს ძალადობაში ადანაშაულებენ და სასამართლოში უჩივიან

87 წლის ალენ დელონის შვილები მამის მომ­ვლე­ლ ქა­ლს, ჰირომი როლინს სასამართლოში უჩივიან. მათი თქმით, როლინი დელონზე და, ასევე, მის ძაღლზე – ლუბოზე ძალადობდა.

2019 წელს ალენ დელონმა ინსულტი გადაიტანა. მსახიობის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო ოჯახმა მომვლელად ეროვნებით ია­პო­ნე­ლი მედდა ჰირომ როლანი დაიქირავა. შვილების თქმით, ქალმა, რომელიც უკვე ორი წელია დელონის სახლში ცხოვრობს, მათ მამას, ფაქტობრივად „თავისუფლება წაართვა“ – ის სის­ტე­მა­ტუ­რად ამოწ­მებ­და მსა­ხი­ო­ბის პი­რად მე­სი­ჯებს, და­უ­კი­თხა­ვად, მისი სახელით, პასუხობდა მე­ი­ლებს, ყვე­ლაფ­რის გა­კონ­ტრო­ლე­ბას ცდი­ლობ­და და „მორალურად ძალადობდა“ ლე­გენ­და­რულ მსა­ხი­ობზე .

ვარსკვლავის შვილებმა, ენტონიმ, ანუშკამ და ალენ-ფაბიენმა ორი საჩივარი შეიტანეს პროკურატურაში პარიზის სამხრეთით მდებარე ლუარის დეპარტამენტში, სადაც ალენი ცხოვრობს. ენტონი დელონმა თქვა, რომ სხვადასხვა „ხრიკისა და მუქარის“ გამოყენებით, დამხმარე ქალმა მოახერხა ახლო მეგობრებისა და ოჯახისგან მამის იზოლირება. Le Parisien-ის ცნობით, მომვლელი ქალი სხვა რამეს ამბობს – რომ ალენის „შვილები არ უზრუნველყოფდნენ თავიანთი მოხუცი მამის ყოველდღიურ ცხოვრებას“, თვითნ კი  ყოველდღიურად ზრუნავდა დელონზე, მით უმეტეს, რომ მსახიობმა ჯანრთელობასთან დაკავშირებით რამდენიმე უბედური შემთხვევა გადაიტანა.

შვილებს ეჭვი აქვთ, რომ „კომპანიონ“ ქალს მსახიობის ქონების ჩაგდება სურს ხელში. მათივე თქმით, თავად ალენ დელონი სასამართლოს ჩარევას მხარს უჭერს. იგი საჩივარს წერილობითი დეკლარაციით შეუერთდა.

საქმეს პროკურორი ჟან-სედრიკ გო იძიებს. მისი თქმით, გამოძიებაში უკვე ჩართო პოლიცია.

წინასწარი გამოძიება ხუთშაბათს დაიწყო, ალენ დელონის შვილების მიერ საჩივრების შეტანიდან მეორე დღეს. „ამ საჩივრების შესწავლის შემდეგ მონტარჟის პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს წინასწარი გამოძიება, რომელიც ორლეანის საგამოძიებო განყოფილებას და მონტარჟის საგამოძიებო ბრიგადას დაევალა“, – ნათქვამია მონტარჟის პროკურორის, ჟან-სედრიკ გოს პრესრელიზში.

როლინის ადვოკატები ყველა ბრალდებას უარყოფენ. მათი თქმით, როლინს მსახიობის ოჯახის წევრები და პირადი მცველები ავიწროებდნენ.

Le Parisien-ის ცნობით, ჰირომი როლინის ადვოკატმა იასინ ბუზრუმ პროკურატურას გაუგზავნა წერილი, რომელშიც მსახიობის შვილების ბრალდებებს უარყოფს.

ამ ტექსტში ჰირომის ადვოკატი ცდილობს, პუნქტობრივად განიხილოს თავისი კლიენტის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები. თავდაპირველად იგი განმარტავს ჰირომი როლენის სტატუსს: თავის საჩივარში ებტონი, ალენ-ფაბიენი და ანუშკა დელონები ჰირომის წარმოაჩენენ, როგორც მათი მამის „კომპანიონ  ქალს“ («dame de compagnie»). მომვლელი ქალის ადვოკატის ჩანაწერი, რომელიც პრესისთვის თავად ალენ დელონის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმოწმებს, ირწმუნება, რომ ჰირომი როლენი ფრანგული კინოს ლეგენდას 1990-იანი წლებიდან იცნობს და რომ იგი მისი „თანამგზავრი“ იყო 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში და მასთან ერთად ცხოვრობდა დუშიში ალენის სახლში 2006 წლიდან დღემდე.

ჰირომის ადვოკატი ეჭვობს, რომ დელონის „შვილების ინტერესები მხოლოდ ფულთან არის დაკავშირებულია და ისინი ცდილობენ, რომ ერთ დღესაც ჰირომიმ დელონისგან ფულადი სარგებელი არ მიიღოს“. იგი, აგრეთვე, ეჭვქვეშ აყენებს იმას, რომ საჩივარს წერილობით თავად დელონი შეუერთდა. მომვლელი ქალის ადვოკატი იმუქრება, რომ „სიცრუისთვის, სიყალბის გამოყენებისა და სასამართლოს გადაწყვეტილებაზე თაღლითური ზემოქმედების გამო“ მათ წინააღმდეგ საჩივარს შეიტანს.

ზო­გი­ერ­თი ტაბ­ლო­ი­დი ალენ დე­ლო­ნი­სა და მისი მომ­ვლე­ლი ქა­ლის, 68 წლის ჰირომი როლინის სასიყვარულო ურ­თი­ერ­თო­ბა­ზეც წერს, თუმ­ცა ამის შე­სა­ხებ ჯერ­ჯე­რო­ბით არ­ცერ­თი სან­დო წყა­რო არ საუბრობს. ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, ტაბლოიდების ეჭვი არც ისე უსაფუძვლო ჩანს.

ანა ძნელაძე

მსგავს თემაზე: ალენ დელონი ევთანაზიას ირჩევს და შვილს სთხოვს, მის გვერდით იყოს ბოლო წუთებში

ალენ დელონი კანის კინოფესტივალზე დაჯილდოებისას ატირდა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close