მიგრაციასაქართველო

საფრანგეთში თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობის მიხედვით საქართველოს მოქალაქეები მე-4 ადგილზე არიან

საფრანგეთის დევნილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დაცვის ბიურო (Ofpra) ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს.

Ofpra-ს წლიური ანგარიშის თანახმად, საფრანგეთის თავშესაფრის მოთხოვნით 2022 წელს ყველაზე ხშირად ავღანეთის, ბანგლადეშის, თურქეთის, საქართველოს და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეები მიმართავდნენ.

ავღანეთი 17 950 – 15%
თურქეთი  9 704 – 7%
ბანგლადეში  9 269 – 7%
საქართველო  8 824 – 7%
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა 6 441 – 5%

ანგარიშში აღნიშნულია, რომ განაცხადების 42% დაჩქარებული წესით იქნა განხილული და მათი 35% უსაფრთხოდ მიჩნეული ალბანეთის და საქართველოს მოქალაქეების წილად მოდის.

თავშესაფრის მთხოვნელთა საშუალო ასაკი 32,6 წელია.  თავშესაფრის მთხოვნელთა შორის დაბალი ასაკის (28 წელი) ავღანეთის, ბანგლადეშის, თურქეთის და განსაკუთრებით გვინეის მოქალაქეები არიან, მაღალი ასაკის (40 წელი) კი – ალბანეთის და საქართველოს მოქალაქეები.

ევროსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, Ofpra აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში 2022 წელს საქართველოდან 20 ათასზე მეტმა კაცმა ითხოვა თავშესაფარი და ამ მაჩვენებლით იგი ქვეყნებს შორის მე-8 ადგილზეა.

Ofpra-ს კვლევით, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა მნიშვნელოვანი ნაწილი აცხადებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ერთგულების გამო ემუქრებიან.

სხვა ადამიანები, ძირითადად, ქალები, მოტივად პირად კონფლიქტებს ან სოციალურ პრობლემებს, განსაკუთრებით, ოჯახში ძალადობას ასახელებენ.

განმცხადებლების ნაწილი ამტკიცებს, რომ აფხაზეთიდან არიან, სადაც ეთნიკური ნიშნით განიცდიან დევნას, ზოგი კი განმარტავს, რომ ისინი რამდენიმე წლის წინ უკრაინაში დასახლდნენ და ქვეყანა ომის დაწყების შემდეგ დატოვეს.

სექსუალური ორიენტაციის და გენდერული ნიშნით თავშესაფრის მთხოვნელთა დიდი რაოდენობით გამოირჩევიან აფრიკული ქვეყნები. აზიის ქვეყნებიდან ამ მხრივ პაკისტანი, ბანგლადეში და შრი-ლანკა ლიდერობენ, ევროპიდან კი ამ საფუძველზე თავშესაფარს ყველაზე ხშირად კოსოვოელები, ალბანელები და ქართველები ითხოვენ. საქართველოდან თავშესაფრის მთხოვნელთა შორის გაზრდილია იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც მოტივად ჰომოსექსუალიზმს ასახელებენ.

2022 წელს საფრანგეთმა თავშესაფარზე ევროპული ქვეყნების მოქალაქეთა 35 928 განაცხადიდან უარყოფითი დასკვნა 27 938  განაცხადზე (77.8%) გამოიტანა.

საფრანგეთმა 2022 წელს საქართველოს მოქალაქეთა 8 015 განაცხადიდან უარყოფითი დასკვნა 7261 განაცხადზე გასცა.

საქართველო –  7261 (91%)
თურქეთი  – 6 803 (74%)
ალბანეთი  – 6 502 (82%)
სომხეთი  – 1 884 (91%)
კოსოვო – 1 070 (81%)
რუსეთი – 1 042 (49%)
მოლდოვა – 883 (97%)
სერბეთი – 736 (83%)
ჩრდილოეთ მაკედონია – 491 (89%)
ბოსნია და ჰერცეგოვინა  466 (91%)
აზერბაიჯანი – 421 (80%)
უკრაინა* – 146 (10%)
ბელარუსი – 108 (43%)
მონტენეგრო – 66 (89%)
ევროპის სხვა ქვეყნები – 59 (97%)

*სტატისტიკაში არ შედიან ის უკრაინელები, რომლებმაც ქვეყანა 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ დატოვეს. ყველა მათგანს დროებით სტატუსი გამარტივებული წესით აქვს მინიჭებული.

ipress.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close