ტექნოლოგიები

ხელოვნური ინტელექტის აღორძინების გამო ქალების სამსახურის 80% რისკის ქვეშ დგას – კვლევა

გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მასშტაბების ზრდა უკვე დიდი ხანია, შრომის ბაზარზე მისი გავლენის გამო კრიტიკას იმსახურებს. ადამიანთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ მათი ყოველდღიური ამოცანების შესრულებას კომპიუტერული სისტემები შეძლებენ.

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის, Goldman Sachs-ის ბოლო დროის კვლევამ აჩვენა, რომ ხელოვნური ინტელექტი ევროპასა და შეერთებულ შტატებში 300 მილიონ სამუშაო ადგილს ჩაანაცვლებს, თუმცა გავლენა, რომელიც AI-ს ზრდას შრომის ბაზარზე ექნება, ყველა ადამიანს თანაბრად არ შეეხება.

იმის გათვალისწინებით, თუ როგორია გენდერული გადანაწილება შრომის ბაზარზე და რა ტიპის სამსახურების ავტომატიზება უფრო მარტივია, ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ გენერაციული AI-ის გამო ქალებს უფრო დიდი დანაკარგების გაღება მოუწევთ.

როგორც კვლევის ლიდერმა მარკ მაკნელიმ Euronews-თან ინტერვიუში განაცხადა, კაცების შემთხვევაში ოფის-თანამშრომლებსა და ფიზიკურად მშრომელებს შორის თანაფარდობა 50/50-ზეა მაშინ, როცა ქალების შემთხვევაში იგივე კატეგორიაში (White Collar/Blue Collar) 70/30-იანი თანაფარდობაა:„შესაბამისად, იმიტომ, რომ ზოგიერთ სფეროში, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი ანაცვლებს, მაგალითად, კოგნიტიური სამუშაოები, ქალების წილი უფრო მაღალია, AI-ს მასშტაბების ზრდას მათზე უფრო დიდი გავლენა აქვს”.

მიუხედავად იმისა, რომ შრომით ბაზარზე კაცების რაოდენობა ქალებისას აღემატება, კვლევა ადასტურებს რომ ხელოვნური ინტელექტის გამო სამსახურს უფრო მეტი ქალი დაკარგავს. ეს იმიტომ, რომ დასაქმებულ ქალთა 79% AI-ით ადვილად ჩასანაცვლებელ სფეროებში მუშაობენ.

როგორც მაკნელი განმარტავს, სხვადასხვა ინდუსტრიაში გაფანტული ოფის-სამუშაოების დაახლოებით 70%-ს ქალები ასრულებენ, რის გამოც ყველაზე მეტად სწორედ ამ პროფესიის ადამიანები დაზარალდებიან.

სხვა ინდუსტრიები, რომელში დასაქმებულთა დიდი ნაწილი ქალია და არსებობს რისკები, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა ჩაანაცვლოს, ჯანდაცვის, განათლებისა და საზოგადოებრივი სერვისების სექტორებია.

bm.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close