კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 26 ივნისი – 2 ივლისი
ამ კვირაში, 2023 წლის 26 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით, მთვარე ზრდას აგრძელებს. ორშაბათს მზარდი მთვარის ე.წ. მეორე ეტაპი დაიწყება. ამ დღეების განმავლობაში ზოდიაქოს ყველა ნიშანი მიიღებს იმას, რასაც იმსახურებს. კვირა არის ბოლო დღე სავსე მთვარემდე, ყველაზე ძლიერი და ბედნიერი. 2023 წლის 26 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით კვირის ჰოროსკოპი დიდ წარმატებებს და მაქსიმალურ მოგებას ჰპირდება ყველას, ვინც ბევრს და კეთილსინდისიერად მუშაობს.
ამ კვირაში მნიშვნელოვანი ცვლილებები გელით კოლეგებსა და ხელმძღვანელებთან ურთიერთობაში. საჭიროა გქონდეთ თანამშრომლობის სურვილი, სათანადო ცოდნა და წარმატებები გარანტირებულია. გააგრძელეთ ურთიერთობების დამყარება საქმიან პარტნიორებთან, ეს საინტერესო პერსპექტივებს გაგიხსნით. ხუთშაბათს შესაძლოა თქვენი საქმიანი უნარები სერიოზული გამოცდის წინაშე დადგეს – შეეცადეთ, მაქსიმალურად გამოავლინოთ, რა შეგიძლიათ, თავდაჯერებასთან ერთად. მეგობრის რჩევა რთული სიტუაციიდან თავის დაღწევაში დაგეხმარებათ. შაბათ-კვირას ეცადეთ, მეტი ჰარმონია შეიტანოთ თქვენს პირად ცხოვრებაში. ამისთვის ბუნებაში გასვლა ერთ-ერთი საუკეთესო წინაპირობა იქნება.
სასიკეთო დღეები: 27, 30.
არასასიკეთო დღე: 26.
კურო
შემოქმედებისა და ინოვაციური იდეებისთვის ხელსაყრელი პერიოდი დგება. ორშაბათი წარმატებული დღეა მნიშვნელოვანი საქმეების დასაწყებად პროფესიული თვალსაზრისით, ასევე, კარგი იქნება სახლში რემონტის დაწყება. სამშაბათს, სავარაუდოდ, ემოციური პრობლემები გექნებათ, თქვენი დატვირთვა საშუალებას არ მოგცემთ, საკმარისი დრო დაუთმოთ საყვარელ ადამიანს, შესაბამისად, გაიზრდება კონფლიქტებისა და გაუგებრობების რისკი. ხუთშაბათი ხელსაყრელია გენერალური დასუფთავებისთვის – ბინაში, ოფისში, ურთიერთობებში. მოიშორეთ ყველაფერი არასაჭირო და გაათავისუფლეთ სივრცე. შაბათ-კვირას შეეცადეთ, დრო მშვიდ გარემოში გაატაროთ და კარგად დაისვენოთ.
სასიკეთო დღეები: 28, 2.
არასასიკეთო დღე: 27.
ტყუპი
ამ კვირაში ინტელექტუალური ხასიათის დატვირთვა გაიზრდება, მეტი პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ, მაგრამ შემოსავალიც მოიმატებს. ხუთშაბათს და პარასკევს შემოქმედებითი შთაგონება და ახალი, უჩვეულო იდეები გაგიჩნდებათ. ხელსაყრელია საქმიანობა, რომელიც მიზნად ისახავს საზღვრების გაფართოებას, ყველა გაგებით. შაბათს ვარსკვლავების განლაგება ხელს შეუწყობს კონსტრუქციული გადაწყვეტილებების მიღებას და აქტიურ მოქმედებას. ამ კვირაში შესაძლებელია ნათესავებთან ურთიერთობის გაუმჯობესება. კვირას დაუვიწყარი შეხვედრა გელით, თქვენი სასიყვარულო ურთიერთობა გაძლიერდება.
სასიკეთო დღეები: 1, 2.
არასასიკეთო დღე: 26.
კირჩხიბი
ნებისყოფას პლუს მონდომება, პლუს ორგანიზატორული უნარები – გარდაუვალი წარმატების ტოლფასია. თქვენი შრომისმოყვარეობის წყალობით კარიერაში უპრეცედენტო სიმაღლეების მიღწევას შეძლებთ. დამოუკიდებლობა გადაწყვეტილების მიღებაში, პროფესიონალიზმი და გულმოდგინება საშუალებას მოგცემთ, დასახული ამოცანები დროულად შეასრულოთ, თანაც სტრესის და აჩქარების გარეშე. კვირის დასაწყისი პირად ცხოვრებაშიც სასიამოვნო მომენტებს გპირდებათ, შესაძლოა დიდი ხნის უნახავ კარგ მეგობარს შეხვდეთ, რაც ძალიან გაგახარებთ. პარასკევს ახალ ინფორმაციას და მოულოდნელ სტუმრებს უნდა ელოდოთ. კვირას სიურპრიზი გელით.
სასიკეთო დღეები: 26, 28.
არასასიკეთო დღე: 30.
ამ კვირაში მზად იქნებით, გარისკოთ და ექსპერიმენტების გზით რამე ახალი მიიღოთ ცხოვრებაში. არაფერი უშლის ხელს თქვენი პირადი ურთიერთობების ახალი და სასიამოვნო შინაარსით შევსებას. პროფესიულ სფეროშიც პროგრესი გექნებათ, შესაძლოა თქვენი იდეები და პროექტები დამტკიცდეს. შეეცადეთ, თქვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენოთ ამ კვირაში რაც შეიძლება მეტი გადაუდებელი საქმის დასასრულებლად. კამათს, კონფლიქტს და, რაც მთავარია, გაუაზრებელ ქმედებებს მოერიდეთ. შეეცადეთ, ოჯახში წამოჭრილი საკითხები მშვიდობიანად მოაგვაროთ. წვრილმანებმა შეიძლება შეგაწუხოთ, მაგრამ კარგი იქნება, თუ არ გაღიზიანდებით და გააცნობიერებთ, რომ ზოგჯერ დიდი საქმეები წვრილმანებით იწყება.
სასიკეთო დღეები: 27, 1.
არასასიკეთო დღე: 26.
ქალწული
თქვენთვის საინტერესო, მაგრამ ძალიან დატვირთული კვირა იქნება. არსებულ სიტუაციაში საკუთარი თავის დამტკიცების აუცილებლობა თქვენგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ ეს კვირა თითქმის ყველა საქმეში წარმატებას გპირდებათ და შეეცადეთ, მაქსიმალურად გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა. ამავე დროს, ეცადეთ, გარშემო მყოფებს თქვენზე ჭორაობის საბაბი არ მისცეთ. დისციპლინა და სიმშვიდე გამოიჩინეთ. შაბათ-კვირას სასურველია ბუნების წიაღში გასვლა ოჯახის წევრებთან ერთად ან მეგობრების გარემოცვაში – მოაწყვეთ მეგობრული ქეიფი, წადით მცირეხნიან მოგზაურობაში და ა.შ. დროს ძალიან სასიამოვნოდ გაატარებთ.
სასიკეთო დღეები: 29, 1.
არასასიკეთო დღე: 27.
სასწორი
ამ კვირაში თქვენს გეგმებს გადახედეთ. დიდი ალბათობით, თქვენი პოზიტიური დამოკიდებულება და თვითკონტროლის თანდაყოლილი უნარი დაგეხმარებათ, წარმატებით გაუმკლავდეთ ნებისმიერ სირთულეს როგორც პირად ცხოვრებაში, ისე პროფესიულ საქმიანობაში, თუმცა შეეცადეთ, კარგად დაფიქრდეთ, სანამ იმოქმედებთ. თქვენი ავტორიტეტი ნელა, მაგრამ განუწყვეტლივ იზრდება. ხუთშაბათს უარი თქვით ნებისმიერ სარისკო საქმეზე რაც არ უნდა მაცდური ჩანდეს პერსპექტივა. ამ შემთხვევაში გამოთქმა: „ვინც არ რისკავს, არც შამპანურს სვამს“ – უადგილოა, რადგან რისკი არ გაამართლებს. შაბათ-კვირას მეტი ყურადღება დაუთმეთ ოჯახს, განსაკუთრებით კი ბავშვებს.
სასიკეთო დღეები: 26, 29.
არასასიკეთო დღე: 2.
მორიელი
ამ კვირაში ბედი აუცილებლად გაგიღიმებთ, თუმცა მას ისედაც თითქმის არასოდეს ავიწყდებით. სამშაბათიდან თქვენი აქტივობისა და სიცოცხლისუნარიანობის სწრაფი ზრდა დაიწყება. სამსახურის საქმეების შესრულება დიდ წარმატებას გპირდებათ და კარიერული წინსვლის საკითხიც დადგება. კონკურენტებთან შედარებით თქვენი აშკარა უპირატესობები გამოჩნდება ისე, რომ ამისთვის თავად დიდი ძალისხმევა არც გჭირდებათ. იფიქრეთ ძველ მეგობრებზე, მათთან ურთიერთობების განახლება ძალიან სასარგებლო იქნება თქვენთვის. კვირის ბოლოს დიდ მოგებას მიიღებთ. შესაძლოა ძველი ვალი დაგიბრუნონ, რომელზეც უკვე ხელი გქონდათ ჩაქნეული ან იქნებ ლატარიის ბილეთმაც გაგიმართლოთ?
სასიკეთო დღეები: 28, 1.
არასასიკეთო დღე: 30.
მშვილდოსანი
ამ კვირაში საკმაოდ დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ, რათა სასურველ მიზანს მიაღწიოთ. მხოლოდ რამდენიმე შრომისმოყვარეს გაუმართლებს მათი შრომის შესაბამისად, შედეგი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს. ხუთშაბათს შეიძლება გადაჭარბებული თვითკრიტიკის სურვილმა დაგძლიოთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ მეტისმეტი არაფერი ვარგა, მით უმეტეს, რომ კრიტიკას ყველაზე ნაკლებად იმსახურებთ. უბრალოდ, გაჩუმდით და ნურაფერს იტყვით საკუთარ თავზე. კვირის ბოლოს განწყობა გაგიუმჯობესდებათ და ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. მეგობრებთან გულწრფელი საუბარი სევდიანი ფიქრებისგან თავის დაღწევის საშუალებას მოგცემთ. შაბათ-კვირა განსაკუთრებულად კარგი იქნება, თუ ოჯახთან ერთად მეტ დროს გაატარებთ.
სასიკეთო დღეები: 30, 1.
არასასიკეთო დღე: 26.
ამ კვირაში შემოქმედებითი აღმავლობა და ძველი პრობლემების მოულოდნელი წარმატებული გადაწყვეტა გელით. ირგვლივ მყოფები ხელსაყრელი შესაძლებლობების დანახვაში დაგეხმარებიან. სამშაბათს და ოთხშაბათს თქვენი საუკეთესო სამშვენისი მოკრძალება იქნება, რაც საშუალებას მოგცემთ, თავიდან აიცილოთ შეცდომები და ყველა საქმე წარმატებით დაასრულოთ. პრობლემა, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ, თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება. პარასკევს აუცილებლად უნდა წახვიდეთ პაემანზე. ზოგადად, ამ კვირაში პირად ცხოვრებაზე და განტვირთვაზე მეტი უნდა იზრუნოთ. გახსოვდეთ, რომ არც სამსახურზე მეტისმეტად გადაყოლა ვარგა, რადგან ერთ დღესაც აღმოაჩენთ, რომ დეპრესიის მორევი გითრევთ.
სასიკეთო დღეები: 28, 30.
არასასიკეთო დღე: 1.
ამ კვირაში ძალიან ფრთხილი ტაქტიკა უნდა გამოიყენოთ, რათა თქვენს პროფესიულ საქმიანობაში წარმოქმნილი დაბრკოლებები გადალახოთ. ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დაფიქრდით. სამშაბათი შესანიშნავი დღეა ახალი წამოწყებისთვის, ეცადეთ, არ გამოგრჩეთ ეს მომენტი. ხუთშაბათს ზედმეტს ნუ ილაპარაკებთ, არ გაამხილოთ არც პირადი და არც სხვისი საიდუმლოებები. ნურც თქვენს უახლოეს გეგმებსა და პროექტებზე ისაუბრებთ. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული საქმიანობით ძალიან დაკავებული ხართ, ჯანმრთელობაზე ზრუნვასაც ნუ დაივიწყებთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ საკუთარ თავს, ფიზიკური აქტივობა ცხოვრების წესად გაიხადეთ და მუდმივად ფორმაში იქნებით.
სასიკეთო დღეები: 30, 2.
არასასიკეთო დღე: 28.
ეს კვირა თქვენს ცხოვრებაში მოულოდნელ ცვლილებებს მოიტანს კარიერული თვალსაზრისით, რაც სასიამოვნოდ გაგაოცებთ, რადგან კარიერის მხრივ სიახლეებს აღარ ელოდით. შეეცადეთ, მიზანსწრაფული იყოთ და დასახულ მიზნებში ეჭვი არ შეგეპაროთ. მათი მიღწევა ადვილი არ იქნება, მაგრამ თავდაჯერება მოტივაციასაც შეგმატებთ და სწორი გადაწყვეტილებების მიღებასაც გაგიადვილებთ. თუ ამ კვირაში რამე ახალ საქმეს წამოიწყებთ, წარმატება გელით. ამავე დროს, ეცადეთ, ოჯახს საკმარისი ყურადღება მიაქციოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ნაკლებად სავარაუდოა, რომ უთანხმოებას თავიდან აიცილებთ. ზედმეტად არ აღელდეთ, თავი შეიკავეთ, ცეცხლს ნავთი არ დაუმატოთ და ყველაფერი თავისთავად, უმტკივნეულოდ მოგვარდება.
სასიკეთო დღეები: 27, 2.
არასასიკეთო დღე: 26.
თამთა გურული
ასევე, დაგაინტერესებთ: რომელი ზოდიაქოს ნიშნები იზიდავენ ფულს?
კომენტარები