პარიზში აფეთქების შედეგად შენობა ჩამოინგრა, არიან დაშავებულები და უგზო-უკვლოდ დაკარგულები
პარიზის ცენტრში, ქალაქის ლათინური კვარტლის სამხრეთით ერთ-ერთ შენობაში აფეთქება მოხდა. ბოლო ინფორმაციით, დაშავებულია, სულ ცოტა, 37 ადამიანი, მათგან 4-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ამის შესახებ Le Parisien-ი წერს.
აფეთქება 21 ივნისს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 17:00 სთ-ზე მოხდა Saint-Jacques-ის ქუჩაზე, პარიზის V ოლქში (arrondissement), შენობაში, სადაც დიზაინერული სკოლა და კათოლიკური საგანმანათლებლო სისტემის სათავო ოფისი იყო განთავსებული. შედეგად შენობის ფასადი სრულად ჩამოინგრა, მიმდებარე შენობებს კი ცეცხლი გაუჩნდა Notre-Dame du Val-de-Grâce-ის ეკლესიის სიახლოვეს.
აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. თვითმხილველთა თქმით, აფეთქებამდე ჰაერში გაზის ძლიერი სუნი იგრძნობოდა.
ადგილზე მობილიზებული იყო 260 მეხანძრე-მაშველი და 70 მანქანა, აგრეთვე, 200 პოლიციელი და 9 ექიმი. ნანგრევებში 2 ადამიანს ეძებენ, რომელიც ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. ძებნა ღამითაც გაგრძელდება.
შემთხვევის ადგილას მივიდა პარიზის მერი ან იდალგოც.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანენმა მოსახლეობას მოუწოდა, არ მივიდნენ აფეთქების ადგილთან ახლოს.
Après la violente #explosion qui a soufflé un immeuble à Paris, 260 @PompiersParis et 200 #policiers @prefpolice ont été mobilisés pour prendre en charge les victimes et sécuriser la zone d’intervention.
Ce soir, les recherches dans les décombres se poursuivent. pic.twitter.com/GKkxfdysa0
— Ministère de l’Intérieur et des Outre-mer (@Interieur_Gouv) June 21, 2023
ნინო ხოშტარია
კომენტარები