ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ეფექტური გამარჯვებით დაიწყო. ჩვენმა გუნდმა ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი პორტუგალიასთან თბილისში, „დინამო არენაზე“ გამართა 21 ივნისს და ძლიერი მეტოქე დაამარცხა ანგარიშით 2:0.
პირველ ტაიმში პორტუგალიელები თამაშს აკონტროლებდნენ და უფრო მწვავედ უტევდნენ საქართველოს ნაკრების კარს, ქართველებმა კი თამაში ძალიან ფრთხილად დაიწყეს, დაცვის გაძლიერებით. ჩვენს გუნდს შეხვედრის პირველ ნახევრის ბოლო წუთებში გოლის გატანის 2 რეალური შესაძლებლობა მიეცა და ორივე შანსი გამოიყენა.
პირველი ეფექტური გოლი გიორგი გაგუამ გაიტანა:
მეორე გოლი კი მსაჯის მიერ დამატებულ ბოლო ერთ წუთში საბა საზონოვმა თავით შეაგდო პორტუგალიელთა კარში წიტაიშვილის მიერ კუთხურის შესანიშნავად ჩაწოდების შემდეგ.
შეხვედრის პირველი ტაიმი 2:0 დასრულდა ქართველი ფეხბურთელების სასარგებლოდ.
მეორე ტაიმი პორტუგალიელებმა მწვავედ დაიწყეს და ანგარიშის შემცირება ცადეს. მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ შეცვლაზე ეროვნული გუნდიდან დაბრუნებული გოჩოლეიშვილი და აზაროვი შემოიყვანა, მოგვიანებით კი მოედანზე დავითაშვილიც გამოვიდა. მწვრთნელის გადაწყვეტილებამ გაამართლა, შეტევებში გოჩოლეიშვილიც აქტიურად ჩაერთო და საქართველოს ნაკრების იერიშები უფრო მწვავე გახდა, თუმცა არც ერთ და არც მეორე კარში გოლი აღარ გასულა.
კომენტარები