მსოფლიო

ჩაძირული „ტიტანიკის“ სანახავად წასული ტურისტული წყალქვეშა ნავი „ტიტანი“ გაუჩინარდა (ვიდეო)

წყალქვეშა ნავი, რომელსაც ტურისტები „ტიტანიკის“ ნამსხვრევების სანახავად ოკეანის სიღრმეში ჩაჰყავდა, 18 ივნისს დაიკარგა. კავშირი ეკიპაჟთან ტურის დაწყებიდან საათისა და 45 წუთის შემდეგ გაწყდა. 

წყალ­ქვე­შა ნა­ვის, სა­ხე­ლად „ტი­ტა­ნის“ ბორტზე ხუთი ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და – ეკიპაჟის წევრები და მგზავრები. და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად ჯერ­ჯე­რო­ბით სა­მის ვი­ნა­ო­ბაა ცნო­ბი­ლი.ესენი არი­ან ბრი­ტა­ნე­ლი მილიარდერი, ბიზ­ნეს­მე­ნი და მკვლე­ვა­რი, 59 წლის ჰა­მიშ ჰარ­დინ­გი, ასე­ვე, პა­კის­ტა­ნე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი შაჰზადა დავ­უ­დი ვაჟ­თან, სულე­ი­მან და­ვუდ­თან ერ­თად.

მათი ძებნა ამ დრომდე გრძელდება. წყალქვეშა ნავის სამძებრო სამუშაოებში ჩართულები არიან როგორც აშშ-ის სახელმწიფო სამსახურები, ისე წყალქვეშეთის მკვლევარი კომპანიები.

როგორც აშშ-ის სანაპირო დაცვის პოლიციამ Fox News-თან ინტერვიუში აღნიშნა, სამაშველო სამსახურს შემთხვევასთან დაკავშირებით 18 ივნისს აცნობეს. დაცვის პოლიციის წარმომადგენლის, ჯონ მოგერის თქმით, წყალქვეშა ნავი ისეა დაპროგრამებული, რომ დაბრკოლების შემთხვევაში ავტომატურად იწყებს ნაპირზე ამოსვლას. მსგავს სიტუაციაში მგზავრებს 70-დან 96 საათამდე ჟანგბადის მარაგი აქვთ. მოგერის თქმით, ნავის ძებნას ფართო სამძებრო არეალი და უამინდობა კიდევ უფრო ართულებს.

მსგავს ნავზე, როგორც წესი, პილოტი, ეკიპაჟის კიდევ ერთი წევრი და სამი ტურისტია ხოლმე. წყალქვეშა კაფსული გეზს „ტიტანიკის“ ჩაძირვის ადგილიდან 600 კილომეტრის დაშორებით იღებს, კუნძულ ნიუფაუნდლენდის მახლობლად.

„ნიუ-იორკ ტაიმსი“ წერს, რომ OceanGate Expeditions-ის ტურის ღირებულება $250 ათასს შეადგენს და მასში მონაწილეობისთვის სპეციალური მომზადება საჭირო არ არის, საკმარისია მხოლოდ, რომ მსურველს 18 წელი შესრულებული ჰქონდეს. გაუჩინარებული წყალქვეშა ნავი-კაფსული სატვირთო მანქანის ზომისაა. ის ბორტზე 5 ადამიანისთვის ოთხი დღის სამყოფ ჟანგბადს იტევს.

არსებობს ვერსია, რომ წყალქვეშა ნავი ოკეანის სიღრმეში არსებულ ნაგავში გაიჭედა.

გამოცდილმა მყვინთავმა მაიკლ ჰარისმა 20 ივნისს Fox News-ის გადაცემაში გამოთქვა შიში, რომ შესაძლოა „ტიტანი“ დაიშალა.

„ყველაზე ცუდია, თუ კორპუსს რამე მოუვიდა და ჩვენ ვშიშობთ, რომ დაახლოებით 3200 მეტრის სიღრმეზე ის გაიხლიჩა“, – თქვა ჰარისმა, რომელმიც შესაძლოა „ტიტანის“ 5 მგზავრიდან 3-ს იცნობდეს. ტელეარხის ცნობით, გამოცდილი მყვინთავი თვითონ ჩავიდა წყალქვეშ იმავე რაიონში და „ტიტანიკის“ ნამსხვრევები საკუთარი თვალით იხილა.

მაიკლ ჰარისმა Fox News-სთან საუბარში იმედი გამოთქვა, რომ „ტიტანის“ მგზავრებს გადაარჩენენ, თუმცა თუ ნავის ჰერმეტულობა 3200 მეტრის სიღრმეზე დაირღვა, მის მგზავრებს გადარჩენი შანსი, პრაქტიკულად, არ აქვთ.

„ტი­ტა­ნი­კი“ ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნის ფსკერ­ზე, 3 800 მეტ­რის სიღ­რმე­შია ჩაძირული. სამ­გზავ­რო ლა­ი­ნე­რი, რომელიც თა­ვი­სი დრო­ის უდი­დე­სი გემი იყო, 1912 წელს დიდი ბრიტანეთიდან აშშ-ში მიემგზავრებოდა. ხომალდმა კატასტროფა პირველივე ტრანსატლანტიკურ კრუიზზე განიცადა, როცა აის­ბერგს შე­ე­ჯა­ხა. ბორტზე მყო­ფი 2200 მგზავ­რი­დან 1500-ზე მეტი და­ი­ღუ­პა.

მანანა ბანძელაძე

კადრები, რომლებიც ჯერ არ გინახავთ – ჩაძირული „ტიტანიკისთვის“ 1986 წელს გადაღებული ვიდეო სრულად პირველად ქვეყნდება

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close