მსოფლიო
საფრანგეთში ლიონ-ტურინის ჩქაროსნული სარკინიგზო ხაზის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა
საფრანგეთში ლიონ-ტურინის ჩქაროსნული სარკინიგზო ხაზის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა.
აქციაზე დაახლოებით 5 000 დემონსტრანტი შეიკრიბა, აქციის ზოგიერთმა მონაწილემ პოლიციას ქვები ესროლა, რის შემდეგაც პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
მედიის ცნობით, მომიტინგეები სარკინიგზო ხაზზე შეიჭრნენ და მატარებლის მოძრაობა შეაჩერეს.
ევროკავშირის მხარდაჭერით, ახალმა ხაზმა უნდა დააკავშიროს ლიონი და ტურინი 57,5-კილომეტრიანი გვირაბით, რომელიც ალპებს კვეთს. პროექტის მომხრეები ხაზს უსვამენ მანქანების ნაკადის შემცირების აუცილებლობას, რომელიც მუდმივად იზრდება, ასევე, მიუთითებენ ეკონომიკურ განვითარებაზე, რის საშუალებასაც სწრაფი სარკინიგზო ხაზი მისცემს.
1tv.ge
კომენტარები