შეუცნობელიჰოროსკოპი

ხართ თუ არა დაცული მაგიური ზეგავლენისგან ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ერთი რამ ცხადია, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ სხვებზე მაგიის მეშვეობით გავლენის მოხდენას და რამდენად იმოქმედებს ეს თქვენზე, ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის – ზოდიაქოს თქვენს ნიშანზე.

ზოგს სჯერა მაგიის, ზოგს არა. როგორც ამბობენ, რაც უფრო გჯერა და გწამს მაგიური გავლენისა, მით მეტად დაუცველი ხარ და მეტია შანსი, რომ ამ გავლენის ქვეშ მოექცე.

ასევე, ცნობილია, რომ სიტყვას უდიდესი ძალა აქვს – ამიტომ არ შეიძლება ვინმეს დაწყევლა და ამიტომაა აუცილებელი ლოცვა, კეთილი სიტყვა და ა. შ.

თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია და თავისი ჩვევები და ხასიათი აქვს, მაგრამ რაც არ უნდა ფოლადის ნერვებითა და რკინისებრი ხასიათით გამოირჩეოდეს, ის მაინც შეიძლება აღმოჩნდეს მაგიური რიტუალის მსხვერპლი. ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშანი მეტად დაუცველია მაგიური ზეგავლენისგან, ხოლო ზოგი ნაკლებად.

საუკეთესო საშუალება ბოროტი ადამიანების მაგიური გავლენის მცდელობებისგან თავდასაცავად მაინც არის ლოცვა, ტაძარში სიარული, სიკეთის ქმნა და ა. შ.

კირჩხიბი, მორიელი, თევზები

ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენლები მეტად დაუცველი არიან მაგიისგან. აქვთ შთაბეჭდილებებზე დამოკიდებული ხასიათი, ხშირად ეცვლებათ განწყობა, არიან ემოციურები და ძლიერ მგრძნობიარენი. მაგიური რიტუალების სამიზნე უფრო მამაკაცები არიან.

რაც შეეხება ქალთა სქესს, მათ თავიანთი მომაჯადოებლობით თავისუფლად შეუძლიათ შერჩეული ობიექტის ჭკუიდან გადაყვანა. ამიტომ ამ ნიშნების ქალებთან ყურადღებით ყოფნაა საჭირო და მათი შარმის პროვოკაციაზე წამოგებისგან თავის არიდება. როგორც ამბობენ, მამაკაცებმა ამისგან თავდასაცავად ჯიბით გამოკვანძული ცხვირსახოცი, ხოლო ქალებმა – ნებისმიერი ცხოველის თილისმა უნდა ატარონ.

ტყუპი, სასწორი, მერწყული

ამ ნიშნების წარმომადგენლები ნაკლებად ექცევიან მაგიური რიტუალების ქვეშ და ნაკლებად გრძნობენ ამის გავლენას საკუთარ თავზე. მათზე, ასევე, მოქმედებს ენერგეტიკული ვამპირიზმი და შესაძლებელია, მოულოდნელი მაგიური დარტყმა მიიღონ. ენერგეტიკული შეტევისგან სწრაფად გაცლაში მათ საყვარელი საქმიანობა ან დიდი ხნით სრულფასოვანი ძილი დაეხმარება.

ვერძი, ლომი და მშვილდოსანი

ამ ნიშნებს მაგიური ზემოქმედებისგან შესანიშნავი დაცვის უნარი აქვთ. ამ ადამიანებს აქვთ მიზანსწრაფული ხასიათი, შეუძლიათ დასახული მიზნების მიღწევა და საქმის ორგანიზება, მაგრამ, სწორედ აქედან გამომდინარე, ისინი შესანიშნავი სამიზნეები არიან შურიანი ადამიანებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ამ ნიშნების წარმომადგენლებს მყარი დაცვა აქვთ, მაინც არ აწყენდათ ქრისტიანული ჯვრის, თილისმის ან ამულეტის ტარება.

ქალწული, თხის რქა და კურო

ამ ნიშნების წარმომადგენლები ყველაზე ნაკლებად ექცევიან მაგიური რიტუალების გავლენის ქვეშ. მათ აქვთ მტკიცე ენერგეტიკული აურა და მშვენიერი დაცვა მაგიური ზემოქმედებისგან ჯერ კიდევ ბავშვობიდან, მაგრამ თუ ვინმე ძალიან მოინდომებს, ისინიც შეიძლება მოექცნენ მაგიური რიტუალების გავლენის ქვეშ, ამიტომ, ასეთ ნეგატივს რომ თავი აარიდოთ, ატარეთ ნაკურთხი ჯვარი, ან შელოცვილი მონეტა.

sputnik-georgia.com

მსგავს თემაზე: ბედის საჩუქარი: ყველაზე მთავარი, რაც თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს დაბადებიდან ერგო

ბედის საჩუქარი: ყველაზე მთავარი, რაც თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს დაბადებიდან ერგო

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close