ფსიქოლოგიარჩევები

ოთხი ჩვევა, რომლითაც ქალი მამაკაცის გულს იპყრობს

ალბათ ყველას შეგიმჩნევიათ, რომ არსებობენ ქალები, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ მამაკაცის მოხიბლვას, მაგრამ ვერასგზით ახერხებენ ამას, და არსებობენ ქალები, რომლებიც, ერთი შეხედვით, არაფერს აკეთებენ საამისოდ, მაგრამ თაყვანისმცემლების მთელი არმია ჰყავთ.

აქ საქმე სულაც არ არის გარეგნობაში. უბრალოდ, ზოგ ქალს (შესაძლოა სხვაზე ნაკლებად ლამაზს) აქვს ჩვევები, რომელთა წინაშეც ლამის ყველა მამაკაცი უძლურია.

როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ეს ჩვევები ბევრნაირია, თუმცა მათგან მაინც შეიძლება გამოიყოს რამდენიმე ყველაზე „ქმედითი და ეფექტური“.

რა ხიბლავთ მამაკაცებს ქალებში

  • ამბის ძალიან ემოციურად მოყოლა – ქალს, რომელსაც რაიმე ამბის თხრობისას თვალები უბრწყინავს, ხმამაღლა ლაპარაკობს, თან ხელებს იშველიებს და იცინის, მამაკაცთა უმეტესობა ძალიან მომხიბლავად მიიჩნევს – მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა სულაც არ აინტერესებდეთ მონათხრობის შინაარსი.
  • რამეზე ღრმად ჩაფიქრება – როდესაც ქალი რამეზე ისე ღრმად ჩაფიქრდება, რომ მთლიანად ეთიშება გარემოს, ის გაუცნობიერებლად იწყებს რაიმე მოძრაობის შესრულებას (მაგალითად, თმის კულულის თითზე ტრიალს), რაც მამაკაცს გულს უძგერებს და აიძულებს, აღფრთოვანებულმა, თვალმოუშორებლად უყუროს ქალს.
  • შიშის გამოხატვა – მამაკაცებს, რომლებსაც პატარაობიდან ასწავლიან, რომ ბიჭი უშიშარი უნდა იყოს და ყველა ვითარებაში დაიცვას გოგონა, პირდაპირ გულს უდნობს, მაგალითად, კალიისგან შეშინებული ქალი, რომელიც მის ზურგს ეფარება, ანუ მისი იმედი აქვს და ხსნას სთხოვს. ამ დროს მამაკაცს განუზომლად უნდება ქალის გულში ჩახუტება და მოფერება.
  • თითის წვერებზე აწევა – როდესაც ქალი თითის წვერებზე იწევა, რათა ზედა თაროზე შემოდებულ რაიმე ნივთს მისწვდეს, თანაც ახტომასაც ცდილობს, მამაკაცს უჩნდება დაუძლეველი სურვილი, ხელში აიტაცოს და მაღლა ასწიოს იგი. ამიტომ იმ ქალბატონებმაც კი, რომლებსაც თითის წვერებზე აწევა თავიანთი სიმაღლიდან გამომდინარე არ სჭირდებათ, შეუძლიათ გაითვალისწინონ ეს ფაქტი და გამოიყენონ კიდეც, თუ მამაკაცის მოხიბლვა სურთ. შესაძლოა მამაკაცი ეშმაკობას მიუხვდეს, მაგრამ ეს მხოლოდ გულს გაუთბობს მას.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close